განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055294
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№136აპ-18 ქ. თბილისი
შ-------–---ი ე-----–-, 136აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:
ე-----–- შ-------–---ი, – დ----------–-------–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა ე-----–- შ-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა გადაწყვეტილების აღსრულებიდან ერთ თვეში უნდა დაუბრუნეს მის შემტან პირს.
ლ---- ხ------, – დ----------–-------–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა ლ---- ხ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა გადაწყვეტილების აღსრულებიდან ერთ თვეში უნდა დაუბრუნეს მის შემტან პირს.
გამართლებულებს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
2015 წლის 24 სექტემბერს, ღამის საათებში, დაახლოებით 02:00 საათზე, ლ---- ხ------მ, ე-----–- შ-------–---თან წინასწარი შეთანხმებით, რ-------–-, კო------------------- მდებარე „ჰ----------–--ვის“ სახელობის პარკიდან სცადა 100 მეტრი წყლის რეზინის მილის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რა დროსაც ისინი შენიშნა დაცვის თანამშრომელმა ა---- ო-------მა და თავის თანამშრომლებთან - რ----–-- ნ-------სა და რ----–-- გ--------ვთან ერთად შეაჩერა ისინი, შემდეგ კი შეატყობინა პოლიციას. 2015 წლის 24 სექტემბერს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--- განყოფილების თანამშრომლებმა ლ---- ხ------ს პირად ჩხრეკისას ამოიღეს მისი და ე-----–- შ-------–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებული 100 მეტრი წყლის რეზინის მილი, რითაც ა-------- მ-–---–--ეს მიადგებოდა 50 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და ე-----–- შ-------–---ისა და ლ---- ხ------ს ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამტყუნებას. კასატორის მითითებით, ა---- ო-------მა (რომელიც ერთ–ერთი პირველი მივიდა ბრალდებულებთან) განმარტა, რომ 2015 წლის 24 სექტემბრის ღამის საათებში იმყოფებოდა სამსახურში თავის თანამშრომლებთან - რ----–-- გ--------ვსა და რ----–-- ნ-------თან ერთად. მონიტორზე მან დაინახა, რომ ლ. ხ------ და ე. შ-------–---ი ცდილობდნენ რეზინის მილის მოხსნას. ლ. ხ------ გზის მეორე მხარეს გადავიდა, გადმოიტანა ქვა, რომლის მეშვეობითაც მილი გადაჭრეს. მოწმის მითითებით, მილის გადაჭრისას და გადახვევისას ბრალდებულები მოქმედებდნენ ერთად, ისევე როგორც მილის გზის მეორე მხარეს გადატანისას ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მოწმის სახით დაკითხულმა პარკის დაცვის პოლიციელებმა - რ----–-- გ--------ვმა და რ----–-- ნ-------მა ანალოგიური ჩვენება მისცეს.
6. კასატორის პოზიციით, არასწორი ინტერპრეტაციით შეფასდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც გარკვევით ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ბრალდებულები წყლის რეზინის მილის მოხსნას, როგორ გადადის ლ. ხ------ ქვის ასაღებად და როგორ ჭრიან მილს ერთად, შემდეგ კი ახვევენ და გააქვთ პარკის ტერიტორიიდან. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანთან დაკავშირებით, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებს ჰქონდათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა (თუნდაც დროებით) და ფაქტია, რომ ისინი დაეუფლნენ ნივთს და გაიტანეს პარკის ტერიტორიიდან.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №45აპ-17 და №430აპ-14 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და კასატორმა ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის უტყუარი და დაცვის მხარის ვერსია - წყლის დალევის მიზნით მილის გადაჭრის თაობაზე - ვერ გაბათილდა. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების სურვილის, დაცვის თანამშრომელთა და პოლიციელთა სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთშეუსაბამობის შეფასების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ობიექტურად და სრულყოფილად არის შეფასებული.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე