განჩინება

სისხლის სამართლის 27.07.2018
საქმის ნომერი
010141318700053930
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700053930

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №19აგ-18 27 ივლისი, 2018 წელი

ჩ--------–---–- პ-----, 19აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ პ----- ჩ--------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

პ----- ჩ--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

პ----- ჩ--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივად დაკავების მომენტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 13 ოქტომბრიდან 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

 

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, პ----- ჩ--------–---–- გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 2 თვითა და 5 დღით ადრე.

 

3. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, 2017 წლის 24 აგვისტოს, თბილისის პრობაციის ბიუროდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს პირადი საქმე.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს მიმართ გავრცელდა ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ:

 

მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 2731–ე მუხლის მე–4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ პ----- ჩ--------–---–ს დადგენილი სასჯელი მოხდილი აქვს.

 

5. კასატორი პ----- ჩ--------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი ქმედების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,კანაფი“ (მცენარე) 71,18 გრამის ოდენობით ,,??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? “ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.,,??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) 140 გრამამდე წარმოადგენს პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, ხოლო დიდ ოდენობად ითვლება აღნიშნული მცენარის უკანონო შეძენა-შენახვა 140 გრამზე მეტი ოდენობით. ამდენად, პ----- ჩ--------–---–-ს ქმედების სსკ-ის მოქმედ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანისას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ისე ,,??????????? ????????????, ???????????? ?????????????, ?????????????? ?? ???????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით.

 

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პ----- ჩ--------–---–-ს მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 2731–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, ჩაეთვალოს მოხდილად.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - დამატებითი სასჯელისა და უფლებების ჩამორთმევის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.

 

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე