განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700056094
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056094

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№168აპ-18 ქ. თბილისი

ა----- ა-–----------, 168აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

 

ა-–---------- ა-----, – დაბადებული 1982 წლის 3 სექტემბერს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

 

დ----- უ-------–--ე, – დაბადებული 1----–-–------------–-, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა დ----- უ-------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო; ასევე გაუქმდა დ----- ფ---–---–---ის უძრავ ქონებაზე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით (მდებარე: თ------–------ს რაიონში, სოფელ ხ--–ში, ს/კ 8--------) შესაბამის წილზე დადებული ყადაღა.

 

გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2015 წლის 30 აპრილს, ღამის საათებში, თ---–--–ი, მ--------–---–ის ქუჩის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------- ა----- და დ----- უ-------–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლნენ ზ---- ბ--–-–---–ის კუთვნილ თანხას - 1150 ლარს, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ა-–---------- ა-----სა და დ----- უ-------–--ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასა და მათთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. კასატორის მითითებით, დაზარალებულ ზ---- ბ--–-–---–ის ჩვენება არის თანმიმდევრული და შეესაბამება საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებს. იმას, რომ დაზარალებულს 1200 ლარი თ---–--–ი ხარჯებისა და ვალების გასასტუმრებლად ჰქონდა ჩამოტანილი, დასტურდება მ------- ჩ-----–ისა და ზ----- თ-----–-–---–ის ჩვენებებით. დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ასახავს დაზარალებულის ჩვენება, ტოტალიზატორ „კ--------–-----დან“ და სუპერმატკეტ „ნ---------ან“ ამოღებულ ვიდეოჩანაწერებსა და მოლარე-ოპერატორ თ----- ჭ----------ის ჩვენებასთან ერთად; ბ------ მ-------–--ი არ არის გულწრფელი და იგი გამართლებულების სასარგებლო ჩვენებას იძლევა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადა-----ს უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადა-----ს უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაზარალებულ ზ---- ბ--–-–---–ის ჩვენების სანდოობის შეფასების ნაწილში და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ა-–---------- ა-----სა და დ----- უ-------–--ის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა.

 

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე