განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100117002154702
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№143აპ-18 ქ. თბილისი
ბ-----–---- ნ----, 143აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ---- ბ-----–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ნ-–--–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ნ---- ბ-----–----, – დ----------–-------–-–-----------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 1 წლით ჩამოერთვა საქმიანობის - ავტომობილის მართვის უფლება. მსჯავრდებულ ნ---- ბ-----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების მომენტიდან - 2017 წლის 27 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ--------–ში, 2-------ს ქუჩაზე, ნ---- ბ-----–----, რომელიც მართავდა „MERSEDES_BENZ-ის“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით A------, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობა და შეეჯახა ველოსიპედისტს - ა------–--– ყ----------ს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა------–--– ყ----------მა სიცოცხლისათვის საშიში, ჯანმრთელობისათვის მძიმე დაზიანება მიიღო.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და თავისუფლების აღკვეთის ჯარიმით - 2000 ლარით შეცვლას. კასატორის პოზიციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ისეთი სახის შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორებიცაა: დანაშაულის აღიარება, დანაშაულის კატეგორია და დაზარალებულთან შერიგების ფაქტი; ნ. ბ-----–---მა აანაზღაურა დაზარალებულის მკურნალობის ხარჯები.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარის მითითებას დანიშნული სასჯელის ჯარიმით შეცვლის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში მართებულად მიუთითა, რომ ნ---- ბ-----–----ს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ---- ბ-----–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-------- ნ-–--–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე