განჩინება

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
330802218002575552
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802218002575552

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

23I-18 თბილისი

ა----------- ა------, 23I-18 6 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ ნანიკო ზაზუნაშვილისა და თემურ ცინდელიანის

ადვოკატ _ გ--–- ნ-----–--–---–ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა------ ა-----------ს

თარჯიმან _ თ----- ც----------ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა------ ა-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების მიხედვით, რ-------- ფედერაციაში ა------ ა-----------ს მიმართ განხორციელებულია შემდეგი სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

 

2. 2015 წლის 12 თებერვალს ა------ ა----------ს წარედგინა ბრალდება რ-------- ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159–ე მუხლის მე–3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით - 2 ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; იმავე დღეს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეირჩა - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

3. 2015 წლის 31 მარტს რ-------- ფედერაციის ქ. ჩ--–-------ის პროკურორის პირველმა მოადგილემ ა------ ა-----------ს მიმართ დაამტკიცა საბრალდებო დასკვნა; 2015 წლის 21 ივლისს ქ. ჩ--–-------ის საბჭოთა რაიონული სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით ა------ ა-----------ს მიმართ 2015 წლის 12 თებერვალს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიცვალა პატიმრობით და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

4. 2017 წლის 7 ივნისს ა------ ა-----------ს მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

 

5. 2017 წლის 31 ოქტომბერს ა------ ა-----------ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

 

6. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე პერიოდში, თითქოსდა პალეტების მწარმოებელი საამქროს მშენებლობის მიზნითა და ერთ წელში დაბრუნების პირობით, ა. ა----------მა ა. პ-----ს რ-------- ფედერაციის ქ. ჩ--–-------ში მოტყუებით გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 300 000 რ------–--------–-. თავისი უკანონო ქმედების შენიღბვის მიზნით, 2010 წლის ბოლოს ა. ა----------მა ა. პ-----ს დაუბრუნა 100 000 რ------–--------–-. ა. ა-----------ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებების შედეგად ა. პ-----ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2010 წლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, რ-------- ფედერაციის ჩ--–-------ის ოლქის სოფლის რაიონებში არსებული სკოლებისა და საავადმყოფოების საქვაბეების თითქოსდა რეკონსტრუქციის მიზნითა და დადგენილ ვადაში დაბრუნების პირობით, ა. ა----------მა ვ. კონკინს რ-------- ფედერაციის ქ. ჩ--–-------ში მოტყუებით გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სულ 396 000 რ------–--------–-. ა. ა-----------ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებების შედეგად ვ. კონკინს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2012 წლის იანვრიდან იმავე წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რ-------- ფედერაციის ჩ--–-------ის ოლქის სოფლის რაიონებში არსებული სკოლებისა და საავადმყოფოების საქვაბეების თითქოსდა რეკონსტრუქციის მიზნითა და სამი წლით დადგენილ ვადაში დაბრუნების პირობით, ა. ა----------მა ა. ბელენცოვს რ-------- ფედერაციის ქ. ჩ--–-------ში მოტყუებით გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სულ 6 556 000 რ------–--------–-. თავისი უკანონო ქმედების შენიღბვის მიზნით, 2014 წლის 18 სექტემბერს ა. ა----------მა ა. ბელენცოვს დაუბრუნა 50 000 რ------–--------–-. ა. ა-----------ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებების შედეგად ა. ბელენცოვს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

7. ა------ ა-----------ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

 

8. 2017 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ-------- ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა------ ა-----------.

 

9. 2017 წლის 22 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა------ ა----------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

10. 2018 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა------ ა-----------ს ექსტრადიციის თაობაზე რ-------- ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული მასალების ასლები; აღნიშნული დოკუმენტების დედანი მიღებულ იქნა 2018 წლის 31 იანვარს.

 

11. 2018 წლის 15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა------ ა-----------ს მიმართ შეფარდებული საქსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2018 წლის 20 ივნისამდე.

 

12. 2018 წლის 3 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რ-------- ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი გარანტიები ა------ ა-----------ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ცალკეული უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

 

13. 2018 წლის 15 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რ-------- ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან მიიღო დამატებითი გარანტიები ა------ ა-----------ს ექსტრადიციის შემთხვევაში მისი ცალკეული უფლებების დაცვასთან დაკავშირებით; აღნიშნული დოკუმენტის დედანი მიღებულ იქნა 2018 წლის 23 მაისს.

 

14. 2018 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა------ ა-----------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2018 წლის 20 სექტემბრამდე.

 

15. 2018 წლის 3 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლიობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა------ ა-----------ს რ-------- ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია 2015 წლის 31 მარტს რ-------- ფედერაციის ქ. ჩ--–-------ის პროკურორის პირველი მოადგილის მიერ დამტკიცებულ საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია რ-------- ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159–ე მუხლის მე–3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით – 2 ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით).

 

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა------ ა-----------ს რ-------- ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია 2015 წლის 31 მარტს რ-------- ფედერაციის ქ. ჩ--–-------ის პროკურორის პირველი მოადგილის მიერ დამტკიცებულ საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია რ-------- ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159–ე მუხლის მე–3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით – 2 ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით).

 

17. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--–- ნ-----–--–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმებას. კასატორის პოზიციით, დაუშვებელია პირის ისეთ სახელმწიფოში ექსტრადიცია, რომელიც ადამიანის უფლებებს სისტემატურად არღვევს. წარმოდგენილი გარანტიების მიუხედავად, ა. ა----------- რ-------- ფედერაციის დღევანდელი პოლიტიკიდან და ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებიდან გამომდინარე, უსაფრთხოდ ვერ იქნება. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ აღმოჩნდა სასამართლოსათვის არასაკმარისი იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება უშიშროების პოლკოვნიკის - კონკინის მიერ ა------ ა-----------სათვის ქონების წართმევისა და ამ მიზნით სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით მის მიმართ უკანონო დევნის ფაქტი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. რ-------- ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა------ ა----------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 20 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ა. ა-----------ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

 

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპებს, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

 

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში ა------ ა-----------ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხე არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან. კასატორის მითითებით, ა------ ა-----------ს რ-------- ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევის რეალური რისკი. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე ა------ ა-----------ს უფლებების დარღვევის არგუმენტად უთითებს რ-------- ფედერაციაში ადამიანის უფლებათა მასობრივად დარღვევის ზოგადად არსებულ ვითარებაზე. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სიტუაციის ზოგადი აღწერა არ არის საკმარისი და იგი საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება. კასატორმა ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რა კავშირი ჰქონდა მის მიერ წარმოდგენილ პატიმრის წამების ამსახველ ვიდეომასალას ა------ ა-----------ს საქმესთან; პირთა (ნინა სპალისი და ედუარდ ზამიატინი) განცხადებები, რომლებიც აღწერენ ვ. კონკინის მატერიალურ დაინტერესებას, არ შეიცავს ა------ ა-----------ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან წამების მუქარის ფაქტებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის ზოგადი ხასიათის მითითებები არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ განჩინების გაუქმებისათვის.

 

5. დაცვის მხარის პოზიცია, რომ ა------ ა-----------ს დევნა არის უკანონო და იგი რ-------- ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის - ვ. კონკინის ფინანსურმა დაინტერესებამ გამოიწვია - საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებული არ არის; ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს - იგი მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ა. ა-----------ს ექსტრადიცია რ-------- ფედერაციაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

 

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა------ ა-----------ს ექსტრადიცია რ-------- ფედერაციაში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია 2015 წლის 31 მარტს რ-------- ფედერაციის ქ. ჩ--–-------ის პროკურორის პირველი მოადგილის მიერ დამტკიცებულ საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია რ-------- ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159–ე მუხლის მე–3 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით – 2 ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი მოქალაქისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენებით) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა------ ა-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

 

პ. ქათამაძე