განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001977002
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№193აპ-18 ქ. თბილისი
გ--–-–---–ი გ----, 193აპ-18 25 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---- გ--–-–---–ს, – დ----------–-------–-–--------------- ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 8 აპრილს, ღამით, თ---–--–ი, სუ------–---–----–--ის ქ. №5--ში მცხოვრებმა, წარსულში არაერთგზის ნასამართლევმა გ---- გ--–-–---–მა აღნიშნულ მისამართზე მიიყვანა თავისი ნაცნობი – ვი--------- მ----–--ა. მათ დალიეს ალკოჰოლური სასმელი. 9 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ნასვამმა გ---- გ--–-–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, შურისძიების მოტივით თავის არეში დაზიანებები მიაყენა ვი--------- მ----–--ას, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით გ---- გ--–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლზე და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 9 აპრილიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ---- გ--–-–---–მა ჩაიდინა ვი--------- მ----–--ას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 8 აპრილს, ღამით, თ---–--–ი, სუ------–---–-----–--ის ქ. №5--ში მცხოვრებმა გ---- გ--–-–---–მა და ვი--------- მ----–--ამ დალიეს ალკოჰოლური სასმელი. 9 აპრილს, გვიან ღამით, ნასვამმა გ---- გ--–-–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, თავის არეში მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მიაყენა ვი--------- მ----–--ას. დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია დადგინდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. იმავე დღეს გი---–- გ--–-–---–ის შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს დახვდათ გარდაცვლილი ვი--------- მ----–--ა. გარდაცვალების მიზეზია ასპირაციული ასფიქსია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა და ითხოვა გ---- გ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სასჯელის განსაზღვრა ამ მუხლის სანქციის ფარგლებში იმავე მოტივებით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, კერძოდ: კასატორს მიაჩნია, რომ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ გ---- გ--–-–---–ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასა და დამდგარ შედეგს – ვი--------- მ----–--ას სიკვდილს შორის – არსებობს მიზეზობრივი კავშირი; სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს – თავის არეში განზრახ მრავლობითი ჭრილობების მიყენება ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ---- გ--–-–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა ვი--------- მ----–--ას სიკვდილს.
6. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ირ---–- ბ---ა შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი გ---- გ--–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსა--ლველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ---- გ--–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა გ---- გ--–-–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან სსკ-ის 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება, კერძოდ:
9.1. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ ვაქტორია მ----–--ა და გ---- გ--–-–---–ი შელაპარაკდნენ, რომლის დროსაც გ---- გ--–-–---–მა აწ გარდაცვლილს თავის არეში მიაყენა დაზიანებები. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 30 მაისის №001983417 დასკვნით, ვი--------- მ----–--ას სიკვდილის მიზეზია ასპირაცი---–- ასფიქსია, განვითარებული სასუნთქ გზებში უცხო მასების (კუჭის შიგთავსის) მოხვედრის შედეგად. სიკვდილის მომენტიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 10-12 საათი. ვი--------- მ----–--ას გვამზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სა--თ, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით და არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან.
9.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 8 ნოემბრის №0-------- დასკვნის თანახმად, ვი--------- მ----–--ას სიკვდილის მიზეზია ასპირაციული ასფიქსია, განვითარებული სასუნთქ გზებში უცხო მასების (კუჭის შიგთავსის) მოხვედრის შედეგად. ვი--------- მ----–--ას გვამზე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობების, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სა--თ, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით და არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან. ვი--------- მ----–--ას სისხლში აღმოჩენილი ალკოჰოლის შემცველობა შეადგენს 1,47 პრომილეს, რაც შეესაბამება მსუბუქ სიმთვრალეს, რომელიც არ იწვევს გონების დაკარგვას. ექსპერტიზას არ შეუძლია პასუხის გაცემა შეკითხვაზე, თუ რა იყო ვ. მ----–--ას პირღებინების მიზეზი, ვინაიდან პირღებინება შეიძლება განვითარდეს მსუბუქი სიმთვრალის დროსაც და ეს დამოკიდებული იყოს როგორც ალკოჰოლური სასმლის ხარისხზე, ისე – მრავალ სხვა ფაქტორზე. ვი--------- მ----–--ას თავის არეში არსებულ დაზიანებებს შესაძლებელია, გამოეწვია თავის ტვინის შერყევა და გონების კარგვა (მითუმეტეს – ალკოჰოლური სასმლის მიღების გათვალისწინებით) და არა – უშუალო ასფიქსია და სიკვდილი. ვ. მ----–--ას თავის არეში არსებულ დაზიანებებს შესაძლოა, გამოეწვია თავის ტვინის შერყევა და გონების დაკარგვა. ამის ფონზე კი არ არის გამორიცხული გულისრევისა და პირღებინების განვითარება, თუმცა რა გახდა ასპირაცი---–- ასფიქსიის განვითარებისა და, შესაბამისად, სიკვდილის მიზეზი, ამის კატეგორი---–- მტკიცება შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა – თე--------- ქ----–--ემ, კა-- ა---–--–-–---–მა და თე--------- კ-----ემ დაადასტურეს თავიანთი დასკვნების სისწორე.
10. გარდა ამისა, საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დგინდება, რომ გ---- გ--–-–---–ს ვი--------- მ----–--ას მკვლელობის განზრახვა ჰქონდა, მითუფრო, რომ მას ვ. მ----–--ას მკვლელობის განზრახვის განხორციელებაში ხელს არაფერი უშლიდა, თუმცა გ. გ--–-–---–ი წავიდა გი---–- გ--–-–---–თან და შეატყობინა მომხდარის შესახებ.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც არ დგინდება ობიექტური მიზეზობრივი კავშირი გ---- გ--–-–---–ის განზრახვას – მოეკლა ვი--------- მ----–--ა და დამდგარ შედეგს შორის და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების მიხედვით, ვი--------- მ----–--ას გარდაცვალების მიზეზია ასპირაცი---–- ასფიქსია, განვითარებული სასუნთქ გზებში უცხო მასების (კუჭის შიგთავსის) მოხვედრის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ობიექტური შეფასების შედეგად მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და სამართალიანი გადაწყვეტილება გ---- გ--–-–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.
12. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე