განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700054031
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №68აგ-18 თბილისი
ჩ--------–---–- პ-----, 68აგ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ პ----- ჩ--------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
პ----- ჩ--------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.
პ----- ჩ--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივად დაკავების მომენტიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2014 წლის 13 ოქტომბრიდან 2014 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ----- ჩ--------–---–- გათავისუფლდა პირობით ვადამდე, 2 თვითა და 5 დღით ადრე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს მიმართ და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენში.
მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 2731–ე მუხლის მე–4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
პ----- ჩ--------–---–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინების გამოტანის მომენტისთვის დადგენილი სასჯელი მოხდილი ჰქონდა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ----- ჩ--------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, რომლის თანახმად, მცენარე ,,კანაფის" დიდი ოდენობა განისაზღვრა 140 გრამიდან და, შესაბამისად, 71 გრამი მცენარე ,,კანაფის" შეძენა შენახვა (რისთვისაც იყო მსჯავრდებული), დიდ ოდენობად აღარ ითვლება. ამდენად, ითხოვა თავისი ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 2731–ე მუხლის მე–2 ნაწილით.
პ----- ჩ--------–---–მა შუამდგომლობით ასევე მოითხოვა მის მიმართ დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმის - 5000 ლარის შემცირება მინიმალურ ოდენობამდე, ვინაიდან 2017 წლის 26 ივლისის კანონით 2731-ე მუხლით ახლებურად განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ----- ჩ--------–---–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გადასინჯვას შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 26 ივლისს შესული ცვლილებით შემსუბუქდა იმ მსჯავრდებულების მდგომარეობა, რომლებსაც მსჯავრი დაედოთ 140 გრამამდე - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ვინაიდან მითითებული ცვლილების თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება 140 გრამიდან ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონო შეძენა-შენახვა, მაგრამ მიუხედავად ამისა იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–ს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 2731–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაკვალიფიცირება მის სამართლებრივ მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ასევე მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა პ----- ჩ--------–---–-ს მიმართ დამატებითი სასჯელის - ჯარიმის ნაწილშიც.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ----- ჩ--------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი