განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057316
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№206აპ-18 ქ. თბილისი
გ------–-–---–- დ-----, 206აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- გ------–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ--- პ-----სა და თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განაჩენით დ----- გ------–-–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ამავე განაჩენით დ----- გ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
3. დ----- გ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 20 ივლისის 22:00 საათიდან, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა თ---–--–--------------------------------------------–------------------------------------------------------–------------------------------------------------------------- 01.17.01.090.0---
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- გ------–-–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
7. დ----- გ------–-–---–მა და რ-------- ფ-------–--ს მოქალაქე კ------------ გ--------მ განიზრახეს, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად დაუფლებოდნენ ე---–--- მ--------ს კუთვნილ - თ---–--–--------------------------------------------–-- ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე (ნაკვეთი N-----, საკადასტრო კოდი 01.17.01.090.0--), 841 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთს, რის შემდეგაც მისი რეალიზაციით მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს. მიზნის მისაღწევად, 2016 წლის 12 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინეს 2016 წლის 28 მარტით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა ე---–--- მ-------- კ------------ გ--------ს ანიჭებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვის, გაჩუქების, დაგირავების, იპოთეკით დატვირთვისა და ასევე თავის სახელზე გადაფორმების უფლებას და მოითხოვეს მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 01.17.01.090.0--) საკუთრების უფლების რეგისტრაცია კ------------ გ--------ს სახელზე. იმავე დღეს კ------------ გ--------მ დატოვა საქართველო. 2016 წლის 14 ივლისს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა კ------------ გ--------ს სახელზე. იმავე დღეს, რამდენიმე საათში, უძრავი ნივთი დარეგისტრირდა დ----- გ------–-–---–-ს სახელზე.
აღნიშნულის შემდეგ დ----- გ------–-–---–მა დაიწყო ქონების რეალიზაციის გზების ძიება. თავდაპირველად, 2016 წლის 15 ივლისს, იპოთეკური სესხის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართა თ---–--–---------------------------------–- მდებარე შპს „მ------–----------------ს“ და მოითხოვა სესხი - 120000 აშშ დოლარი. შპს „მ------–----------------ის“ უსაფრთხოების სამსახურმა მოიძია ინფორმაცია უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრის - ე---–--- მ--------ს შესახებ, რომელმაც არ დაადასტურა ნაცნობობა და მინდობილობის კ------------ გ--------სთვის მიცემის ფაქტი, რის გამოც შპს „მ------–----------------ის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განცხადებით მიმართა პოლიციას.
2016 წლის 18 ივლისს დ----- გ------–-–---–- ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის გასხვისების მიზნით, შემძენ - მ--------- ნ------–---–თან ერთად, მივიდა თბილისის იუსტიციის სახლში მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, თუმცა იმ დღეს მათ შორის გარიგება არ შედგა. დ----- გ------–-–---–- საგამოძიებო ორგანომ გააფრთხილა, რომ არ გაესხვისებინა მის სახელზე დარეგისტრირებული, ე---–--- მ--------ს კუთვნილი, თ---–--–--------------------------------------------–-- ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე (ნაკვეთი N-----, საკადასტრო კოდით 01.17.01.090.0--) 841 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 20 ივლისს დ----- გ------–-–---–მა გ------- ჩ------სთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იგი ცდილობდა ე---–--- მ--------ს კუთვნილი - ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის 600000 ლარად გასხვისებას გ------- ჩ------ზე. დ----- გ------–-–---–-სა და კ------------ გ--------ს ზემოაღნიშნული ქმედებით ე---–--- მ--------ს მიადგა 1377500 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- გ------–-–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ--- პ-----მ და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დ----- გ------–-–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
9. კასატორი – ადვოკატი ბ--- პ----- საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- გ------–-–---–-ს მიერ თაღლითობის ჩადენას. დ----- გ------–-–---–- კეთილსინდისიერი შემძენია, ვინაიდან მას მინდობილობა არ გაუყალბებია, შესაბამისად, მისი სიყალბის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა; სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა ყველა ის მტკიცებულება, რაც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე; სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულ დ----- გ------–-–---–-ს ჩვენება, რომელიც თანხვდენილია მოწმეების - ს------- გ-------ს, მ----- ლ----------ს, რ---- ხ--------ს, გ------- ჩ------ს, ა--- ქ--------ს, ა-–--–- მ----ს, ო-–--- მ-----------ს, მ--------- ნ------–---–ისა და ო------ მ----------ს ჩვენებებთან; განაჩენი ეფუძნება საქმეში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც შაბლონური და წინააღმდეგობრივია; ო------ მ----------ს ჩვენება და ფარული ჩანაწერი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელთა გამოყენებითაც სასამართლოს უნდა გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი; კასატორის მტკიცებით, დ----- გ------–-–---–- არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, მას შეეზღუდა ადვოკატთან სათანადო კომუნიკაციის უფლება და მისი დაკავებისას დაირღვა კანონი, რამაც გავლენა მოახდინა სამართალწარმოების პროცესზე.
10. განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა პროკურორმა გენადი ბაღდასაროვმა და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ----- გ------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ე---–--- მ--------ს ჩვენებით, მისივე საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, ზ---- ნ--------ს ჩვენებით, ნოტარიუს ს-----–--- დ------------ას ჩვენებით დადასტურდა 2016 წლის 28 მარტით დათარიღებული მინდობილობის სიყალბე. ასევე, გასათვალისწინებელია გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის - ქ------- მ-–---–----ს ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ მინდობილობაში ე---–--- მ--------ს სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ე---–--- მ--------ს, არამედ სხვა პირის მიერ. კასატორი გენადი ბაღდასაროვი საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს დ----- გ------–-–---–-სთვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დ----- გ------–-–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ----- გ------–-–---–-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- გ------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
13. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში მსჯელობს ადვოკატი, რაც შეეხება კასატორის - ადვოკატ ბ--- პ-----ს მიერ მითითებულ სხვა გარემოებებს, კერძოდ: არასათანადო მოპყრობას, დაცვის უფლების შეზღუდვასა და დ----- გ------–-–---–-ს უკანონო დაკავებას, ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
14. განსახილველ შემთხვევაში კასატორი გენადი ბაღდასაროვი საკასაციო საჩივრით ითხოვს დ----- გ------–-–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს დ----- გ------–-–---–-ს უდანაშაულობისა და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----- გ------–-–---–-ს მიერ (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში) ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
15. რაც შეეხება დ----- გ------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის სახესა და ზომას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე და ფაქტობრივი გარემოებები, ისე - სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები. ამასთან, შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ----- გ------–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ--- პ-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გენადი ბაღდასაროვის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე