განჩინება

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100116001628055
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001628055

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №512აპ-18 თბილისი

ყ-------–- გ-------, 512აპ-18 4 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ყ-------–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატ ი----- ხ--------ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ------- ყ-------–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 45 000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებულმა გ------- ყ-------–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი----- ხ--------მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს 2018 წლის 25 თებერვალს და მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და გ------- ყ-------–-ს გამართლება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; სასამართლოს არ უმსჯელია მსჯავრდებულის ნებელობით ელემენტზე; სასამართლოს უნდა დაედგინა, სურდა თუ არა გ. ყ-------–ს იმ შედეგის დადგომა, რაც მას ბრალად შეერაცხა. ალტერნატიული მოთხოვნის სახით აპელანტები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას.

4. მსჯავრდებულმა გ------- ყ-------–მა და მისმა ინტერესების დამცველ, ადვოკატმა ი----- ხ--------მ 2018 წლის 25 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ან სასჯელის შემსუბუქება იმავე საფუძვლებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში ჰქონდათ მითითებული.

5. 2018 წლის 1 ოქტომბერსა და 3 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული გ------- ყ-------–- და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი----- ხ-------- შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ყ-------–ს მიმართული აქვს საქართველოს პრეზიდენტისათვის შეწყალების თხოვნით.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ------- ყ-------–-სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ი----- ხ--------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ყ-------–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი----- ხ--------ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ვ. როინიშვილი