ახლად გამოვლენილი განჩინება

სისხლის სამართლის 12.10.2018
საქმის ნომერი
010141318700063831
თარიღი
12.10.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063831

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №87აგ-18 17 ოქტომბერი, 2018 წელი

კ------–--- გ----, 87აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------- ბ----–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით გ---- კ------–---, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64–ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 42–ე მუხლის საფუძველზე გ---- კ------–--ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები.

 

გ---- კ------–--ს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო -2013 წლის 25 დეკემბრიდან იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გ---- კ------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- კ------–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 6 ნოემბრიდან. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

 

გ---- კ------–--ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები.

 

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოში შესული მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს შუამდგომლობა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა: მსჯავრდებულ გ---- კ------–--ს თავისუფლების შეზღუდვის სახით განესაზღვრა - 3 თვე და 6 დღე და მითითებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, პენიტენციური დეპარტამენტის საბადრაგო სამსახურმა 2015 წლის 31 ივლისს გადაიყვანა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

გ---- კ------–--- გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

გ---- კ------–--- გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

გ---- კ------–--ს აღუდგა რუსთავის საქალაქო სასამართლროს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

5. 2018 წლის 18 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს ადვოკატმა თ---------- ბ----–---–მა, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 24 ოქტომბრის, 2016 წლის 26 თებერვლის, 2017 წლის 15 თებერვლისა და 2017 წლის 30 ნოემბრის) გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა და როგორც მითითებული, ისე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით არსებული ნასამართლობის მოხსნა.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------- ბ----–---–-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს ადვოკატმა თ---------- ბ----–---–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა მასში მითითებული საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს ადვოკატის თ---------- ბ----–---–-ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ---- კ------–--ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8.21 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის და იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განაჩენით, ზემომითითებული განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლდა.

5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის დეკრიმინალიზაცია არ მომხდარა, შესაბამისად, მითითებულ ქმედებას არ დაუკარგავს დანაშაულებრივი ხასიათი და არ არსებობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველი. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით, აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

 

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ---- კ------–---ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------- ბ----–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე