განჩინება

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
010141318700057315
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057315

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№200აპ-18 ქ. თბილისი

გ--------–---–ი გ--, 200აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელისო ტურაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:

 

კ--- ა-----–---–ი, – დ----------–-------–-–---------------ს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ კ--- ა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. კ--- ა-----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში;

 

გ-- გ--------–---–ი, – დ----------–-------–-–------------–ს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; გ-- გ--------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში;

 

გ------- თ--------–---–ი, – დ----------–-------–-–-----------------ს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; გ------- თ--------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში.

 

გამართლებულებს - გ------- თ--------–---–სა და გ-- გ--------–---–ს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით კ--- ა-----–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრების კუთხით შევიდა ცვლილება, კერძოდ, კ--- ა-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 3 ნოემბრიდან იმავე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ კ--- ა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ კ--- ა-----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში.

 

3. კ. ა-----–---–ის, გ. თ--------–---–ისა და გ. გ--------–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

 

2015 წლის 3 ნოემბერს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს მე-2 განყოფილების პატრულ-ინსპექტორებმა - ვ----– ჩ------ემ და ვ------- ს--------ემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ღამით, დაახლოებით 00:40 საათზე, ს----------–ი გამოავლინეს მთვრალი მძღოლი კ--- ა-----–---–ი, რომელიც მომეტებული სიჩქარით გადაადგილდებოდა „ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: L------. პატრულ-ინსპექტორებმა - ვ----– ჩ------ემ და ვ------- ს--------ემ კ--- ა-----–---–ს გაჩერებისთანავე, შემოწმებისა და ადმინისტრაციული ზომების მიღების მიზნით, მოსთხოვეს საბუთების წარდგენა. მოთხოვნას არ დაემორჩილა კ--- ა-----–---–ი, გახდა აგრესიული, პოლიციელებს დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება. მისი ადმინისტრაციულად დაკავების დროს პატრულ-ინსპექტორებს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, სცემდა ხელებითა და ფეხებით, რაშიც ეხმარებოდნენ იქ მყოფი გ-- გ--------–---–ი და გ------- თ--------–---–ი, კერძოდ, როდესაც პატრულ-ინსპექტორები ცდილობდნენ კ--- ა-----–---–ის დაკავებას, სამსახურებრივი საქმიანობის ხელის შეშლისა და ასეთი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გ-- გ--------–---–მა და გ------- თ--------–---–მა მათ დაუწყეს შებოჭვა პატრულ-ინსპექტორებს, აგინებდნენ უცენზურო სიტყვებით, სამივე მათგანმა სცემა ვ----– ჩ------ესა და ვ------- ს--------ეს, რითაც მათ მიაყენეს მსუბუქი დაზიანებები, ასევე დაუზიანეს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი, სამსახურებრივი ავტომობილი და ე.წ. „სამხრე კამერები.“

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენის გაუქმებას გ-- გ--------–---–ისა და გ------- თ--------–---–ის გამართლების ნაწილში, ხოლო კ--- ა-----–---–ის მიმართ ცვლილების შეტანას, კერძოდ, პროკურორის მოთხოვნით გ-- გ--------–---–ი, გ------- თ--------–---–ი და კ--- ა-----–---–ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა დაენიშნოთ შესაბამისი სასჯელი. კასატორის მითითებით, ბრალდებულების ჩვენებები განპირობებული იყო პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ვ. ჩ------ესა და ვ. ს--------ეს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ მიყენებული; ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტსა და მათ შორის წინააღმდეგობები არ არის; მოსამართლემ სამხრე კამერის ჩანაწერები არასწორად შეაფასა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. გ------- თ--------–---–ისა და გ-- გ--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის პირდაპირი სახის მოწმეების (მათ შორის პოლიციელების) ჩვენებები გ. თ--------–---–ისა და გ. გ--------–---–ის მიერ ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებით შეიცავს წინააღმდეგობებს და არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული. მაგალითად, ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ხ-------–---–მა და დეტექტივ-გამომძიებელმა ი-----–- შ--–---–-–---–მა განმარტეს, რომ გ. თ--------–---–სა და გ. გ--------–---–ს არ გამოუყენებიათ ძალადობა და არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, მაშინ, როდესაც საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეები: ლ---- მ---------- და შ--–-- გ------–-–---–- საპირისპიროზე მიუთითებენ.

 

9. რაც შეეხება კ--- ა-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობის მოთხოვნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ შემთხვევაში დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, კ. ა-----–---–ისათვის წარდგენილი ბრალდების ამავე მუხლის (353-ე) პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება სწორია და გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

 

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელისო ტურაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე