განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057426
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№207აპ-18 თბილისი
ქ------–---ი ჰ---, 207აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ჰ--- ქ------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ი--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ჰ--- ქ------–---ი, – დ----------–-------–-–-----------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჰ--- ქ------–---ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 ნოემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2016 წლის 16 ნოემბერს, ღამის საათებში, თ---–--–ი, ვ. გ--------–ის ქუჩის N---ში მდებარე ქ--------- კ-------ის საცხოვრებელ ბინაში, ჰ--- ქ------–---მა უკანონოდ შეაღწია და დანით შეიარაღებული თავს დაესხა ქ--------- კ-------ეს, პირზე ხელი ააფარა, მოსთხოვა ოქროს ნივთები და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცა 4016.95 ლარად ღირებული ნივთები, კერძოდ: “HP-ის“ მოდელის კომპიუტერულ კლავიატურასთან ერთად „APPLE-ის“ მოდელის პორტატული კომპიუტერი დამხმარე კლავიატურით, „HTC-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი, „SAMSUNG-ის“ ფირმის მიკროტალღური ღუმელი, ტყავის ხელჩანთა მასში მოთავსებული პირადი ნივთებითა და საფულე მასში მოთავსებული თანხით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ჰ--- ქ------–---ის ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებას. კასატორის მითითებით, პატაკი და პატაკის ავტორის დაკითვის ოქმი, პირადი ჩხრეკის წინ, რომელიც 07:20 საათზე დაიწყო, არ არსებობდა; გ------- ე--------ს დაკითხვის ოქმი შეუძლებელია შედგენილი ყოფილიყო მითითებულ დროსა და მითითებული ინფორმატორის მეშვეობით (რომელმაც ტელეფონის იმეიკოდიც კი ზეპირად იცოდა); არასწორად ჩატარდა დაზარალებულის მიერ გამომძიებლის წინაშე წარდგენილი ტელეფონ „ნოკიასა“ და „Apple-ის“ ფირმის MacBook Air-ის საშუალო ზომის ცარიელი კოლოფის დათვალიერება, ვინაიდან სსსკ (ისევე როგორც ეს ძველი რედაქციაში იყო) არ იცნობს ნებაყოფლობით წარმოდგენის უფლებამოსილებას. დათვალიერება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ის მოპოვებულია ჩხრეკით, ამოღებით და ა.შ.; კასატორის მითითებით, ჰ--- ქ------–---ი ამოცნობამდე ნახა დაზარალებულმა; დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ ქურდობა ყაჩაღობად იმიტომ დააკვალიფიცირა, რომ მათ დაკავებული ორი პირიდან კონკრეტული არჩევანის გაკეთება მოუწიათ და საქმის გახსნისათვის საჭირო და საკმარისი მტკიცებულებები შექმნეს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №191აპ-17, №2კ-57აპ.-2000 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჰ--- ქ------–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ქურდობაზე გადაკვალიფიცირება არ ემყარება საქმის მასალებს. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ მსჯავრდებულის განმარტებას, რომელიც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს.
10. წარმოდგენილი საქმის მასალებით (მათ შორის: დაზარალებულ ქ--------- კ-------ის, კ------------- კ-------ისა და შ------- ტ--–--–-–---–ის ჩვენებებით, ჰ--- ქ------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმითა და 2016 წლის 16 ნოემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჰ--- ქ------–---ის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჩადენა.
11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დაცვის მხარე, ერთი მხრივ, ითხოვს მსჯავრდებულის ქმედების ქურდობად (ბინაში უკანონო შეღწევით) დაკვალიფიცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, უთითებს ძირითად მტკიცებულებათა უკანონობაზე. კასატორის მითითებებს პროცესუალურ დარღვევებთან დაკავშირებით (მათ შორის: პირადი ჩხრეკისა და ამოცნობის არსებითი დარღვევით ჩატარებაზე) სააპელაციო პალატამ დასაბუთებული პასუხი გასცა.
12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჰ--- ქ------–---ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ი--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე