განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058757
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №257აპ-18 ქ. თბილისი
დ----ე რ-----, 257აპ-18 12 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავასა და მსჯავრდებულ რ----- დ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო----- ბ---–------ა და რ----- დ----ეს ბრალი დაედოთ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:
ო----- ბ---–----ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
რ----- დ----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,108-ე მუხლზე.
რ----- დ----ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 2 დეკემბრიდან.
განაჩენით რ----- დ----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რ----- დ----ემ 2016 წლის 21 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ---–--–ი, კ-------–---ს მეორე შესახვევის №-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-------- ჯ-------ს გულმკერდის არეში სიცოცხლისათვის საშიში შემავალი ჭრილობები მიაყენა. ნ-------- ჯ------- სიკვდილს გადაურჩა მხოლოდ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, რ----- დ----ისა და ო----- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულ რ----- დ----ის მიმართ კვალიფიკაციის შეცვლას, კერძოდ: მის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ეკა ჭაავა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ----- დ----ისა და ო----- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებულ რ----- დ----ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--–- ნ-----–--–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ----- დ----ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც რ----- დ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს.
9. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს ო----- ბ---–----ისა და რ----- დ----ის საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას როგორც რ----- დ----ის ქმედების გადაკვალიფიცირების, ისე - ო----- ბ---–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ეკა ჭაავასა და მსჯავრდებულ რ----- დ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--–- ნ-----–--–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე