განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002061304
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №271აპ-18 ქ. თბილისი
ჩ--–----- ბ----, 271აპ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ---- ჩ--–-----ს ბრალი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ო---- თ--------მ პირადი მოტივით, შურისძიების მიზნით გადაწყვიტა გ------- შ----–-----ს განზრახ მკვლელობა. 2017 წლის 3 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ------- შ----–-----, ,,BMW-ს‘‘ მარკის ავტომანქანით, რომელსაც თვითონ მართავდა, მიემართებოდა სახლისაკენ, რა დროსაც თ---–--–----------------–---–--------------------- ქუჩების კვეთაზე, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, დახვდა ო---- თ--------. იგი მიუახლოვდა ავტომანქანის საჭესთან მჯდომ გ------- შ----–-----ს და ცეცხლსასროლი იარაღით, პირდაპირი განზრახვით, დამიზნებით, რამდენიმე გასროლით მოკლა. ო---- თ--------ს ქმედებით საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბ---- ჩ--–-----მ ნამდვილად იცოდა, რომ ო---- თ--------მ 2017 წლის 3 მაისს ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - გ------- შ----–-----ს განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენით ბ---- ჩ--–-----, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ---- ჩ--–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
გამართლებულ ბ---- ჩ--–-----ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენის გაუქმება და ბ---- ჩ--–-----ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა. კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და ბ---- ჩ--–-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ბ---- ჩ--–-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და ამასთანავე, გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ---- ჩ--–-----ს მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე