განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100117002336694
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №281აპ-18 ქ. თბილისი
ლ-----ე მ------, 281პ-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ------ ლ-----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით მ------ ლ-----ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
მ------ ლ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ე-–------ ლ-----ის (პირადი ნომერი 4----------), ლ---- ტ------–---–--ა (პირადი ნომერი 4----------) და მ------ ლ-----ის (პირადი ნომერი 4----------) სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ, 10000 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ-----–-ს რაიონის სოფელ ა---–ი, საკადასტრო კოდი 6-.0-.4-.1--.
განაჩენით მსჯავრდებულ მ------ ლ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 8 ივნისს მ------ ლ-----ე ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახ.#H------, რომელსაც თვითონ მართავდა, მივიდა ქ-----–-ს რაიონის სოფელ ქ---------–-–ი მდებარე საჯარო სკოლასთან, სადაც იმ დროს იმყოფებოდა ვ----– ჩ---------–---–ი. მ------ ლ-----ემ, რომელიც მასზე განაწყენებული იყო საგზაო მოძრაობის დროს შექმნილი სიტუაციის გამო, ავტომანქანიდან ამოიღო 12- კალიბრიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვ----– ჩ---------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მ------ ლ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
მ------ ლ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ე-–------ ლ-----ის (პირადი ნომერი 4----------), ლ---- ტ------–---–--ა (პირადი ნომერი 4----------) და მ------ ლ-----ის (პირადი ნომერი 4----------) სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ, 10000 ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ-----–-ს რაიონის სოფელ ა---–ი, საკადასტრო კოდი - 6-.0-.4-.1--.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ------ ლ-----ემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული მ------ ლ-----ე სადავოდ ხდის მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
7. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მუქარის რეალურობა, არამედ - დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მ------ ლ-----ის მხრიდან იარაღით ვ----– ჩ---------–---–ის მიმართ დამუქრებამ მასში გამოიწვია დანაშაულის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რასაც მოჰყვა დაზარალებულის შესაბამისი რეაქცია, რაც გამოიხატა მ------ ლ-----ის განიარაღებაში, კერძოდ: დაზარალებულ ვ----– ჩ---------–---–ისა და მოწმეების - შ----- ჩ---------–---–ის, თ------ კ---------ს, ზ----- ჩ---------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მ------ ლ-----ის მიერ სოფელ ქ---------–-ს სკოლასთან ავტომანქანით მისვლის, იარაღით ვ----– ჩ---------–---–ის მიმართ დამუქრებისა და ასევე ის ფაქტი, რომ მ------ ლ-----ეს ვ----– ჩ---------–---–მა იარაღი წაართვა. ზემოხსენებული მოწმეების, აგრეთვე მოწმეების - ლ-–- თ-----------ა და ჯ------- ლ-----ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე მ------ ლ-----ე იყო ავტომანქანაში ნაცემი, ხოლო ვ----– ჩ---------–---–ს ხელში ეჭირა წართმეული სანადირო თოფი, საიდანაც ამოიღო 6 ვაზნა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ------ ლ-----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე