განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058349
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
#231აპ.-18 ქ. თბილისი
კ--------ა ლ-–-, 231აპ.-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ლ-–- კ----------ის
ადვოკატ – ზ------ ბ--–----ის
მსჯავრდებულ – ლ-–- კ--------ას
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ ლ-–- კ----------ისა და მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ ბ--–----ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ ბ--–----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. პროკურორ ლ-–- კ----------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4. მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
5. ლ-–- კ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
6. მსჯავრდებულ ლ-–- კ--------ას სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი გირაოსა და ყადაღის გაუქმების, ასევე - ნივთმტკიცებების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე