განჩინება

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
330100117001919882
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001919882

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №319აპ-18 ქ. თბილისი

ტ----–--ე ი-----–-, 319აპ-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი-----–- ტ----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ თ------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის 24 მარტს, დაახლოებით 09:00 საათზე, თ---–--–ი, რ---------–-ს გზატკეცილის მ--- კორპუსის ბინა №---ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ი-----–- ტ----–--ე სამზარეულოს დანის გამოყენებით შეეცადა, მეუღლის - მ----- ფ--------ს განზრახ მკვლელობას, რასაც შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი თ------ ტ----–--ე. ი-----–- ტ----–--ემ დანაშაულებრივი განზრახვა დამოუკიდებელი მიზეზების გამო სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან ხელი შეუშალა დანაშაულის თვითმხილველმა ბინის დიასახლისმა, რის შემდგომაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით ი-----–- ტ----–--ის, - დაბადებულის 1--- წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,19,108-ე მუხლზე და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენით ი-----–- ტ----–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლით დადგენილი მსჯავრდების ნაწილში განაჩენის შეცვლას და მისი სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას, ხოლო დაცვის მხარე - საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლით დადგენილ მსჯავრდებაში ი. ტ----–--ის გამართლებას და მის დამნაშავედ ცნობას რეალურად ჩადენილი ქმედების შესაბამისი კვალიფიკაციით.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

 

ი-----–- ტ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 25 აპრილიდან.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----–- ტ----–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ თ------მ, რომლებიც საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ი. ტ----–--ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლზე.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს ი-----–- ტ----–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,19,108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 111,19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება ი-----–- ტ----–--ის მიერ მეუღლის - მ----- ფ--------ს განზრახ მკვლელობის მცდელობა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი თანხვდენილობა ერთმანეთთან სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი-----–- ტ----–--ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

9. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი-----–- ტ----–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ თ------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე