განჩინება

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
050100117002124916
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100117002124916

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№249აპ-18 ქ. თბილისი

დ------ გ-----, 249აპ-18 2 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით გ----- დ------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ----- დ------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 31 აგვისტოდან - 2018 წლის 17 იანვრამდე.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----- დ------მ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში მცხოვრები გ----- დ------ განაწყენებული იყო რა თავისი ყოფილი მეუღლის - ი------- კ-------ას მეუღლეზე - გ--------- ც-–-----სა და ყოფილ სიდედრზე - ნ---- შ----–---ზე, განიზრახა სანადირო თოფით მათთვის სხეულის დაზიანების მიყენება. ამ მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალი გ----- დ------ თავისი კუთვნილი "ოპელ ვექტრას" მარკის ავტომანქანით მივიდა ნ---- შ----–---ს საცხოვრებელ მისამართზე, ქ. ო----------–ი, ლ. მ--–-------ას ქუჩა N 1-ში, სადაც საცხოვრებელი სახლის ღია პირველ სართულზე დაინახა ნ---- შ----–--- და მეზობელი მ---- ჯ---–---. გ----- დ------მ ისე, რომ მანქანიდან არ გადასულა, თავისი კუთვნილი, 16-კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფიდან განზრახ ერთხელ გაისროლა ნ---- შ----–---სა და მ---- ჯ---–--ის მიმართულებით, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ---- შ----–---მ, მ---- ჯ---–---მ და ი------- კ-------ას მცირეწლოვანმა შვილმა - ხუთი თვის ზ------ ც-–-----მ, რამაც მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პეტრე სალუქვაძემ და ითხოვა გ----- დ-----ის მიმართ სასჯელის გამკაცრება, ვინაიდან დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი; იგი ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის და, შესაბამისად, ვერ შეუწყობს ხელს მის რესოციალიზაციას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას გ----- დ-----ისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი წარსულის, მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებისა და მონანიების, დაზარალებულებთან შერიგების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისა და საქმეში არსებულ სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, გ----- დ-----ისთვის განსაზღრვული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე სალუქვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე