განჩინება

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
020100117001674419
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117001674419

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№241აპ-18 ქ. თბილისი

კ-------- ტ----–---, 241აპ-18 2 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით:

 

ტ----–--- კ--------, – დ----------–-------–-–----------------ს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ტ----–--- კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

ი-----–- ბ------–---, – დ----------–-------–-–-----------ს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ი-----–- ბ------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი, მ------ ბ------–---ს (პ--------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თ---–--–ი, ო-----–---ის ქუჩის №---ში (საკადასტრო კოდი 01.18.0-.0------. 0-----) გათავისუფლდა ყადაღისაგან და დაუბრუნდა მესაკუთრეს; ასევე გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული მართვის მოწმობის, პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში ჩაბარების ვალდებულება.

 

გამართლებულებს განემარტათ, რომ აქვთ უფლება, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

 

2016 წლის 22 ნოემბერს ტ----–--- (ტ-----) კ-------- და ი-----–- ბ------–---, ამ უკანასკნელის კუთვნილი “Mercedes-Benz ML-ის” მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქ. ს----–ი, ჭ-----------–ის ქ-----ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ტ----–--- კ--------ს შელაპარაკება მოუვიდა გ--- ი---–-–---–თან. ტ----–--- (ტ-----) კ--------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გ--- ი---–-–---–ს მიაყენა შემავალი ჭრილობები მუცლის, გულმკერდისა და კეფის (თავის) არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, ტ. კ--------მ (დანაშაულის ჩადენის დრო დაუდგენელია) მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2016 წლის 22 ნოემბერს ქ. ს----–ი, ჭ-----------–ის ქ-----ში ყოფნისას.

2016 წლის 22 ნოემბერს ტ----–--- (ტ-----) კ-------- და ი-----–- ბ------–---, ამ უკანასკნელის კუთვნილი “Mercedes-Benz ML-ის” მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქ. ს----–ი, ჭ-----------–ის ქ-----ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ტ----–--- კ--------ს შელაპარაკება მოუვიდა გ--- ი---–-–---–თან. ტ. კ--------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ჩაიდინა გ--- ი---–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რის შემდეგ ი-----–- ბ------–---მ თავისი კუთვნილი ავტომანქანით ტ----–--- კ-------- შემთხევევის ადგილს განარიდა და გადამალა.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ი-----–- ბ------–---სა და ტ----–--- კ-------ის მიმართ ბრალადწარდგენილ ქმედებებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის პოზიციით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულთა მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი-----–- ბ------–-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, ხოლო ტ----–--- კ-------ის მიერ სსკ-ის 19-108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

9. საქმის მასალათა თანახმად, პირდაპირი სახის მტკიცებულებებით დადგენილი არ არის, რომ დაზიანება, რომელიც გ--- ი---–-–---–მა შემთხვევის ადგილზე მიიღო, მას ტ----–--- კ--------მ მიაყენა. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ ამოღებულა, ხოლო მოწმე, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა ტ----–--- კ-------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას, შენახვასა და ტარებას, საქმეში არ მოიპოვება.

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტ----–--- კ-------ისა და ი-----–- ბ------–---ს ბრალეულობის დამადასტურებლად მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია წარმოდგენილი, რაც ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ მირანდა მუმლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე