განჩინება

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
060100117002221438
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100117002221438

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№262აპ-18 ქ. თბილისი

შ----- დ-----, 262აპ-18 9 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დ----- შ-----, –-------------–-------–-–-----------–---- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2017 წლის 21 აპრილს, შუადღის საათებში, მცირეწლოვანი დ--–- ბ---–----ე (დაბადებული 2----–-–----------------–-) ს----------ის რაიონის სოფელ ჭ-------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშობდა მცირეწლოვან დასთან - 5 წლის მ-----–- ბ---–----ესთან ერთად, ხოლო მათი მამიდაშვილი თ----- თ------ე ეზოს ალაგებდა. ოჯახის სხვა წევრები, კერძოდ, დ--–- ბ---–----ის მშობლები და მცირეწლოვანი ძმა სახლში არ იმყოფებოდნენ. ამ დროს ეზოში შესასვლელ ჭიშკართან მივიდა ს----------ის რაიონის სოფელ ტ---–--ში მცხოვრები, ბ---–----ეების ოჯახის ნაცნობი - დ----- შ-----, რომელიც გაესაუბრა თ----- თ------ეს და შეიტყო, რომ მისი დაკარგული ცხენის შესახებ არაფერი იცოდა. დ. შ-----მ თ-----სგან ასევე გაარკვია, რომ ბავშვების გარდა სახლში სხვა არავინ იმყოფებოდა. დ----- შ-----სთან გასაუბრების შემდეგ თ----- თ------ე შევიდა სახლში და განაგრძო საქმიანობა, ხოლო დ--–- ბ---–----ე და მ-----–- ბ---–----ე ეზოდან ქუჩაში გავიდნენ, რა დროსაც დაინახეს, რომ დ----- შ----- იქვე, ერთ-ერთ ხესთან იდგა, ამოღებული ჰქონდა სასქესო ორგანო და შარდავდა. დ--–- და მ-----–- ბ---–----ეების ქუჩაში გამოსვლა შენიშნა დ----- შ-----მ და ვინაიდან იგი მოქმედებდა სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილების სურვილით, განიზრახა მცირეწლოვანი მ-----–- ბ---–----ის თანდასწრებით, სექსუალური ხასიათის შეღწევა ჩაედინა წინასაწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ დ--–- ბ---–----ესთან. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დ----- შ-----მ, მიიხმო იგი თავისთან, ხელი მოაკიდებინა სასქესო ორგანოზე, ხოლო შემდეგ მოტყუებით უთხრა, რომ გაეღო პირი და კანფეტს მისცემდა, რის შემდეგაც მცირეწლოვნების გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ 6 წლის დ--–- ბოქლვაძეს, რომელსაც ასაკის შესაბამისად, სუსტი ფიზიკური განვითარების გამო, არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ბევრად უფროსი მამაკაცისათვის, თვალებზე ააფარა ხელი და პირის ღრუში თავისი სასქესო ორგანოს მოთავსების გზით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის შეღწევა. აღნიშნულ ქმედებას ასევე თვალს ადევნებდა იქვე მყოფი დ--–- ბ---–----ის მცირეწლოვანი და - მ-----–- ბ---–----ე. დ--–- ბ---–----ე, მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული არ ჰქონდა, რას ნიშნავდა დ----- შ----ის ქმედება, მიხვდა, რომ მან მოატყუა და სთხოვა, გაეშვა ხელი. ამის შემდეგ დ--–- და მ-----–- ბ---–----ეები გაიქცნენ სახლში და მომხდარის შესახებ უამბეს თ----- თ------ეს, ხოლო შემდეგ - მოგვიანებით სახლში დაბრუნებულ მშობლებს.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, დ----- შ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 141-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში გამტყუნებასა და მისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. კასატორის პოზიციით, დ--–- ბ---–----ემ, მართალია, სასამართლოში უარყო გამოძიებაში მიცემული ჩვენება, მაგრამ, ასევე აღნიშნა, რომ დ----- შ-----მ იგი მიიხმო თავისთან და მოატყუა. ის, თუ რაში გამოიხატა ტყუილი, ბავშვმა აღარ დააკონკრეტა. მ-----–- ბ---–----ისათვის აბსოლუტურად უცხო იყო სასამართლო დარბაზი. იგი იმყოფებოდა მშობლების გავლენის ქვეშ, რომლებმაც დაარიგეს თუ რა ეთქვა სასამართლოში. კასატორი უთითებს, რომ დ----- შ----ის ტანსაცმელზე აღმოჩნდა მცირეწლოვანი დაზარალებულის - დ--–- ბ---–----ის გენეტიკური პროფილის იდენტური ბიოლოგიური მასალა. დ----- შ----ის ტანსაცმლის ამოღება მოხდა კანონიერად და იგი დაილუქა. პროკურორი აღნიშნავს, რომ მშობლები სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ცდილობენ ბრალდებულ დ----- შ-----ს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან ააცილონ.

 

6. კასატორის მითითებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს იშუამდგომლა არასრულწლოვანი მოწმეების დისტანციური დაკითხვის თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ. შ----ის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 141-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არცერთი პირდაპირი სახით არ ადასტურებს დ. შ----ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. დ--–- ბ---–----ემ და მ-----–- ბ---–----ემ სასამართლო სხდომაზე უარყვეს ბრალდებულის მხრიდან გაუპატიურებისა და გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტი, ხოლო სხვა მოწმე, რომელიც პირდაპირი სახით დაადასტურებდა დ. შ----ის ბრალეულობას, საქმეში არ არსებობს. ბიოლოგიური ექსერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დ----- შ----ის ტანსაცმელი ამოიღეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, კერძოდ, ამოღების ოქმში (ტ. I, ს.ფ 17) არ არის მითითება ლუქსა და ლუქის ბეჭედზე.

 

10. ბრალდების მხარის მითითებით, დ--–- და მ-----–- ბ---–----ეების მშობლები სასამართლოში მიცემული ჩვენებებით ცდილობენ, რომ ბრალდებულ დ----- შ-----ს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა თავიდან ააცილონ. საკასაციო სასამართლოსათვის აღნიშნული მსჯელობა ბუნდოვანია და გაუგებარია დაზარალებული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლების მოტივი - პასუხისმგებლობა აარიდონ პირს, რომელიც გაუპატიურებასა და გარყვნილი ქმედების ჩადენაში არის ბრალდებული, მითუმეტეს, რომ როგორც ზ----- ბ---–----ემ, ისე თ--- დეკანაძემ განმარტეს, რომ დ----- შ-----სთან ახლო ურთიერთობა არ აქვთ.

 

11. რაც შეეხება სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი მოწმეების დისტანციური წესით დაკითხვის შუამდგომლობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს უარს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, მართალია, არასრულწლოვნები დისტანციური წესით არ დაკითხულან, მაგრამ სასამართლომ ბავშვების დაკითხვის დროს ბრალდებული დროებით გაიყვანა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. შესაბამისად, დაზარალებულებს ჩვენება ბრალდებულის თანდასწრებით არ მიუციათ (რაც შესაძლოა, მათი მხრიდან სასამართლოსათვის ცრუ ჩვენების ან/და მეორეული ვიქტიმიზაციის საფუძველი გამხდარიყო (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილი და 24-ე მუხლი)). ამდენად, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე