განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802218002706305
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№35I-18 ქ. თბილისი
გ----------- ა-–-----, 35I-18 16 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - ს------- ჯ--------ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა-–----- გ-----------ს
თარჯიმან - ე-–---- გ--------ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა-–----- გ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ--------ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა------------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად: 2016 წლის 2 ოქტომბერს ა------------ის რესპუბლიკის ქალაქ გ-----ს პოლიციის მთავარი სამმართველოს გამოძიებისა და მოკვლევის სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ა-–----- გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა-–----- გ----------ს ბრალად ედება ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.4 მუხლით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. 2016 წლის 2 ოქტომბერს ა------------ის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს ა-–----- გ-----------ს ძებნა.
3. 2017 წლის 3 თებერვალს ქალაქ გ-----ს ნიზამის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ა-–----- გ----------ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა - 2 თვისა და 10 დღის ვადით.
4. 2017 წლის 27 მარტიდან ა-–----- გ----------- იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
5. 2018 წლის 29 მარტს ა------------ის რესპუბლიკის ქალაქ გ-----ს პოლიციის მთავარი სამმართველოს გამოძიებისა და მოკვლევის სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ა-–----- გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა-–----- გ----------ს ბრალი ედება ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2 (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის) და 178.2.4 (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
6. ა------------ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ა-–----- გ-----------ს მიერ ა------------ის რესპუბლიკაში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის აგვისტოში ქალაქ ბ----–ი, მეტროს სადგურ ,,ა-------–-----ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით, სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, ა-–---- გ----------- შეხვდა ნ-----–-- თ--------–--ს და დახმარებას დაჰპირდა მისი დის - ნ-----–--ა თ--------–--ს სახელზე სოციალურ ქსელში არსებული ყალბი პროფილის წაშლაში, რის სანაცვლოდან ა-–----- გ----------მა ნ-----–-- თ--------–--საგან მიიღო თანხა - 1000 მანათი და მიითვისა.
2016 წლის თებერვალში ა-–---- გ----------მა, თითქოსდა ზაფირა ბახტიაროვას სახლში კაპიტალური რემონტის ჩატარებისა და რემონტისათვის საჭირო მასალების ქალაქ ბ----–ი შეძენის მიზნით, ამ უკანასკნელის ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით, მის ქალიშვილს - ზ---–---- შ--------ს გამოართვა 3500 მანათი და მიითვისა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით, სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, ა-–---- გ----------- შეხვდა ქალაქ გ-----ს მცხოვრებ ტ------ ა------–---ს და შეატყობინა, რომ თითქოსდა მის კუთვნილ პლასტიკურ ბარათზე ჰქონდა 600 000 მანათი, თუმცა ეს ანგარიში დაბლოკილი იყო. ა-–----- გ----------- ტ------ ა------–---ს დაჰპირდა, რომ მის პლასტიკურ ბარათზე 20 000 მანათის გადარიცხვის შემდეგ ანგარიში გააქტიურდებოდა და იგი შეძლებდა ა------–---ის სახელზე არსებული 50 000 მანათის ვალის დაფარვას, რომელიც ამ უკანასკნელმა აიღო „A-----------ში“, ჯამურად ეს თანხა შეადგენდა 101 000 აშშ დოლარს. მითითებულ დაპირებასთან დაკავშირებით, 2016 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში ა-–---- გ----------მა ტ------ ა------–---ს ჯამურად გამოართვა 17 000 მანათი, რაც მიითვისა.
7. 2018 წლის 25 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა------------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა-–----- გ-----------, დაბადებული 1993 წლის 22 აგვისტოს.
8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტს განჩინებით ა-–----- გ----------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
9. 2018 წლის 11 აპრილს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა-–----- გ-----------ს ექსტრადაციის თაობაზე ა------------ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული მასალების ასლები. აღნიშნული დოკუმენტების დედანი მიღებულ იქნა 2018 წლის 20 აპრილს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით ა-–----- გ-----------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 25 სექტემბრამდე.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი გ-----------ს და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბერს განჩინებით ა-–----- გ-----------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 25 დეკემბრამდე.
13. 2018 წლის 2 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა ა-–----- გ-----------ს ა------------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რესპუბლიკის ქალაქ გ-----ს პოლიციის მთავარი სამმართველოს გამოძიებისა და მოკვლევის სამმართველოს 2018 წლის 29 მარტის დადგენილებაში ა-–----- გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2 (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის) და 178.2.4 (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო ა-–----- გ-----------ს ა------------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რესპუბლიკის ქალაქ გ-----ს პოლიციის მთავარი სამმართველოს გამოძიებისა და მოკვლევის სამმართველოს 2018 წლის 29 მარტის დადგენილებაში ა-–----- გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2 (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის) და 178.2.4 (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით.
15. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა-–----- გ-----------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს------- ჯ--------ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: 2014-2017 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ა------------ის რესპუბლიკის წინააღმდეგ არაერთ საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევა. ა------------ში არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას ასევე აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები - ,,H----------------“ და ,,A--------------------“. ამდენად, ექსტრადაციის შემთხვევაში ა-–----- გ-----------ს მიმართ არსებობს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა და კონვენციით დაცული სხვა უფლებების დარღვევის საფრთხე, რის გამოც ა------------ის რესპუბლიკის მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მიერ გამოგზავნილი წერილობითი გარანტია ვერ მიიჩნევა საკმარისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ა------------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა-–----- გ----------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 25 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ა-–----- გ-----------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ა------------ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ალაბბა გ-----------ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს ა------------ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის მასშტაბური ხასიათის გამო, ვინაიდან ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, EctHR, 72-73).
6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ა------------ის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ა-–----- გ-----------ს ექსტრადიცია არ მოითხოვება გ-----------ს მიმართ პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური ნიშნით დევნის მიზნით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ა-–----- გ----------- არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა-–----- გ-----------ს ა------------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ა------------ის რესპუბლიკის ქალაქ გ-----ს პოლიციის მთავარი სამმართველოს გამოძიებისა და მოკვლევის სამმართველოს 2018 წლის 29 მარტის დადგენილებაში ა-–----- გ-----------ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია ა------------ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2 (თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის) და 178.2.4 (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მუხლებით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა-–----- გ-----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს------- ჯ--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე