განჩინება

სისხლის სამართლის 16.11.2018
საქმის ნომერი
010100115794410
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115794410

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №315აპ-18. ქ. თბილისი

ბ---–----ე ბ-----315აპ-18. 16 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით ბ---- ბ---–----ე, –-------------–-------–--–---- დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2002 წლის 27 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბ---- ბ---–----ეს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2002 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ბ------–ი, მ------–---–ისა და ჭ-------ის ქუჩების გადაკვეთაზე, ბ---- ბ---–----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა რ----- კ----ეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით კირჩხელმა ითხოვა გასაჩივრებული გამამართელებელი განაჩენის გაუქმება, ბ---- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2002 წლის 27 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ მისი ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

 

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

5. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ბ---- ბ---–----ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2002 წლის 27 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადასტურდებოდა ბ---- ბ---–----ის მიერ რ----- კ----ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი.

 

7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ დავით კირჩხელის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე