განჩინება

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
330100116001247152
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001247152

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№306აპ-18 ქ. თბილისი

ჭ---–---–ი ბ------, 306აპ-18 15 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენით ბ------ ჭ---–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 40 000 ლარი.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ ჭ---–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი/მ ,,ბ------ ჭ---–---–ი“ (ს--------------) დაფუძნდა 1998 წლის 19 აგვისტოს. დირექტორად რეგისტრირებულია ბ------ ჭ---–---–ი. 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდში ი/მ ,,ბ------ ჭ---–---–ის“ (ს--------------), ი/მ ,,ე---- ჭ---–---–ის“ (ს--------------), ი/მ ,,ქ------- ჭ---–---–ის“ (ს--------------), შპს ,,რ-----–---------ის“ (ს------------), ი/მ ,,ა---------–--------–--ის“ (ს--------------), ი/მ ,,გ---–-------------–--ის“ (ს-------------), ი/მ ,,მ--------------ის“ (ს--------------), ი/მ ,,გ-------–--------" (ს--------------), ი/მ ,,ტ------–---------ის’’ (ს--------------), ი/მ ,,გ-----------–---–ის“ (ს--------------), ი/მ ,,ი-----–------------ას“ (ს--------------), ი/მ ,,გ-------------------ის“ (ს--------------), ი/მ ,,თ---------–------ის“ (ს--------------), ი/მ ,,ი------------–---–ის“ (ს--------------), ი/მ ,,გ-------–----------ის“ (ს--------------), ი/მ ,,ფ----------------ის“ (პ-------------8) და ი/მ ,,რ-----------ას“ (პ--------------) მიერ, ქ. თ---–----------–-----ის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, შესრულდა ქ. თ---–--–ი, თ---ის უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები. ი/მ ,,ბ------ ჭ---–---–ის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ბ------ ჭ---–---–მა, რომელიც ასევე ფაქტობრივად წარმართავდა ზემოხსენებული სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობას, განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა ქ. თ---–----------–-----ის რაიონის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ქ. თ---–--–ი, თ---ის უბნის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ქ. თ---–--–ი, ნ----–-----ის რაიონის გამგეობისათვის წარდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2) ბ------ ჭ---–---–მა შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება. აღნიშნული ხერხით ბ------ ჭ---–---–ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ. თ---–----------–-----ის რაიონის გამგეობის კუთვნილ ფულად თანხებს, ჯამურად - 380 776 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ირაკლი მირცხულავამ და ითხოვა ბ------ ჭ---–---–ის მიმართ სასჯელის გამკაცრება, კერძოდ, მისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი; იგი ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის და, შესაბამისად, ვერ შეუწყობს ხელს მის რესოციალიზაციას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას ბ------ ჭ---–---–ისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი წარსულის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის, ჩადენილი ქმედების აღიარებისა და მონანიების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობისა და საქმეში არსებულ სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ბ------ ჭ---–---–ისთვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ირაკლი მირცხულავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე