განჩინება

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
010141318700059741
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059741

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№301აპ-18 ქ. თბილისი

მ--------ი ი-–----, 301აპ-18 19 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი-–---- მ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით ი-–---- მ--------ის, - დაბადებულის 1--- წელს, - ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–4 ნაწილზე (2016 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი). ი-–---- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

 

ი-–---- მ--------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–4 ნაწილზე (2016 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი). ი-–---- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

 

საქართველოს სს–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით (2016 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილით (2016 წლის 19 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და ი-–---- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

ი-–---- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–---- მ--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2016 წლის 19 ოქტომბრისა და 2016 წლის 27 ოქტომბრის ეპიზოდები). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განაჩენით ი-–---- მ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით.

 

ი-–---- მ--------მა შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,04813 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2016 წლის 19 ოქტომბერს 500 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა მინდია სიყმაშვილზე.

 

ი-–---- მ--------მა შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0407 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაც 2016 წლის 27 ოქტომბერს 500 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა მინდია სიყმაშვილზე.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა და ითხოვა ი-–---- მ--------ის უდანაშაულოდ ცნობა იმ მოტივით, რომ განაჩენი არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებობს მრავალი შეუსაბამობა; გამოძიებისას დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები; მოწმე მ. ს----–---–- აგენტ-პროვოკატორია, რომელმაც მოახდინა დანაშაულის პროვოცირება.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მსჯავრდებულ ი-–---- მ--------ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №515აპ-14, №283აპ.-16, № 96აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

8. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ი-–---- მ--------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად მიუთითებენ მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე.

 

9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოწმეების მიერ წინააღმდეგობრივი ინფორმაციების მიწოდების შესახებ, ვინაიდან რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა მათ ჩვენებებში, რაც პალატას მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს მისცემდა, არ იკვეთება.

 

10. საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მითითებას გამოძიების მხრიდან საპროცესო მოქმედებათა კანონის არსებითი დარღვევით ჩატარების შესახებ, ვინაიდან ასეთი არ გამოვლენილა საქმის მასალების შესწავლის შედეგად.

 

11. რაც შეეხება დანაშაულის პროვოკაციის საკითხს, ამ თემაზე დეტალურად იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და არ მიიჩნევს საჭიროდ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ი-–---- მ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე