განჩინება

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
010100116001465084
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001465084

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№270აპ-18 ქ. თბილისი

პ-–--–------ი დ--------, 270აპ-18 9 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ დ-------- პ-–--–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- რ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით დ-------- პ-–--–------ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. დ-------- პ-–--–------ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 8 სექტემბერს, ქ. ბ------–ი, ხ--–--–---–ის ქუჩაზე, ა---–-ის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ”მერსედესის” მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით A------, მართვისას, დ-------- პ-–--–------მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის მოთხოვნები და შეეჯახა ,,იამახას” მარკის მოტოციკლს, სახელმწიფო სანომრე ნიშნით A-----, რომელსაც ჯ--- ა----–--ე მართავდა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯ--- ა----–--ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–---------- რ--------ემ და ითხოვა დ-------- პ-–--–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ეყრდნობა კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; დ. პ-–--–------ს საგზაო მოძრაობის არცერთი წესი არ დაურღვევია,გზაჯვარედინზე ავტომობილით მარჯვნივ მოხვევის დროს მან მიიღო ყველა ზომა, რაც გათვალისწინებულია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონით; სასამართლოს მიერ განაჩენში დადგენილად მიჩნეული დებულებები არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან; განაჩენი აგებულია მხოლოდ სასამართლოს ვარაუდზე, რომელიც არანაირი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული; სასამართლომ განაჩენი დაადგინა ექსპერტების ურთიერთგამომრიცხავი დასკვნების საფუძველზე.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას დ-------- პ-–--–------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ ჯ--- ა----–--ის ჩვენება, ექსპერტების - ზ----- ხ--–--ის, დ------ დ---–ის, ი------ ჭ-------ისა და ი-----–- ს-------ის ჩვენებები, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №2---- და კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზის N7---- დასკვნები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ დ-------- პ-–--–------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ, მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად პალატას მიაჩნია: მანევრის დაწყებამდე მძღოლ დ-------- პ-–--–------ს რომ შეემოწმებინა, მოხვევის შემთხვევაში საფრთხეს ხომ არ შეუქმნიდა მის უკან ან გვერდით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას, ის შეამჩნევდა ფაქტობრივად უკვე მისი მანქანის საბარგულს გათანაბრებულ მოტოციკლეტს და თავიდან აიცილებდა შეჯახებას.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ დ-------- პ-–--–------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---------- რ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე