განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066893
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №94აგ-18 თბილისი
თ---–--- ნ---, 94აგ-18 27 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ--- თ---–----ა და მისი ადვოკატის - ლ--–- ა--–-------ს განცხადება, რომლებიც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული ადვოკატის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. 2017 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ნ--- თ---–---მ და მისმა ადვოკატმა ლ--–- ა--–------მა, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №----- დადგენილების საფუძველზე, ვინაიდან ამ დადგენილების თანახმად, ნ--- თ---–--- მიჩნეულია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ნ--- თ---–----ა და მისი ადვოკატის - ლ--–- ა--–-------ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ--- თ---–---- ადვოკატმა ლ--–- ა--–------მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
4. 2018 წლის 26 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებით ნ--- თ---–--- და მისი ადვოკატი - ლ--–- ა--–------- შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ამდენად, ნ--- თ---–----ა და მისი ადვოკატის - ლ--–- ა--–-------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) 314-ე, 329-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 552-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ--- თ---–---- ადვოკატ ლ--–- ა--–-------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ვ. როინიშვილი