განჩინება

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
330100118002294787
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002294787

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№326აპ-18 ქ. თბილისი

რ------–---–ი კ-------, 326აპ-18 29 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით კ------- რ------–---–ი, – დ----------–-------–-–---------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 იანვრიდან.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, თ---–--–ი, ჯ-----------------–-–-------–-------------------------------------ში, კ------- რ------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ა-–---- გ-----------ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახეში, მოქაჩა თმა, ხელები მოუჭირა კისერზე და ფეხები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც ა-–---- გ-----------ს ფიზიკური ტკივილი მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, კ------- რ------–---–ი ა-–---- გ-----------ს ზემოაღნიშნულ ფაქტამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. ანალოგიური ქმედება მის მიმართ ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჩაიდინა 2018 წლის 7 იანვარსაც. ამ ქმედებებმა ა-–---- გ-----------ის ტანჯვა გამოიწვია.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანასა და კ. რ------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას; კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ კ. რ------–---–ი დღეს ითვლება ნასამართლობის არმქონედ, წარსულში იგი ანალოგიურად დამნაშავედ იქნა ცნობილი 111-1261 მუხლის პირველი ნაწილით; ა-–---- გ-----------ის უდავოდ მიჩნეული გამოკითხვის ოქმის თანახმად, კ. რ------–---–მა მას მუშტი რამდენჯერმე დაარტყა, მოქაჩა თმა, დააგდო და ახრჩობდა, ხოლო როდესაც მისგან გათავისუფლებას ცდილობდა, მსჯავრდებული მას წიხლებს ურტყამდა. ამასთან, დაზარალებული კ-------ისაგან მუდმივად განიცდიდა სულიერ და მორალურ ტანჯვას; კ------- რ------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში სასჯელის მიზნების შესრულება მიღწევადი იქნება; ჩადენილი დანაშაული მომეტებული საფრთხის შემცველია.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას არასამართლიანი სასჯელის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ კ. რ------–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კ------- რ------–---–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.

 

9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თამარ ზაქუტაშვილის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე