განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001381648
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №376აპ-18 ქ. თბილისი
ხ-------–---–ი მ------, 376აპ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის, მსჯავრდებულ მ------ ხ-------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ------- მ---–-–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მ------ ხ-------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2011 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენით მსჯავრდებულ მ------ ხ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის დეკემბერში მ------ ხ-------–---–მა განიზრახა ზ------ ნ------–---–-ს კუთვნილი თანხის თაღლითური დაუფლება. მ------ ხ-------–---–ი შუამავლების: თ-------- გ----–---–-ს, ნ---- ქ------–---–--ა და ქ------- ს-----–---–-ს მეშვეობით დაუკავშირდა ზ------ ნ------–---–ს და მისი ნდობა მოიპოვა. მ------ ხ-------–---–მა იმისათვის, რომ ზ------ ნ------–---–-სგან 15000 აშშ დოლარი მიეღო და იპოთეკური სესხი გაეფორმებინა, მასთან, სოფელ ი---–----–ი, მისული შუამავლები და, შესაბამისად, ზ------ ნ------–---–- მოატყუა და იპოთეკით დასატვირთი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად სამსართულიანი, კაპიტალური საცხოვრებელი სახლი აჩვენა, სადაც თვითონ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და რომლის ღირებულებაც აღემატებოდა გასასესხებელი თანხის ოდენობას - 15000 აშშ დოლარს. 2011 წლის 27 დეკემბერს მ------ ხ-------–---–მა ზ------ ნ------–---–თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ზ------ ნ------–---–მა მ------ ხ-------–---–ს გადასცა 15000 აშშ დოლარი, ხოლო მ------ ხ-------–---–მა თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე თ--–---ს რაიონის სოფელ ი---–----–ი, საკადასტრო კოდით 5-.1-.3-.0--, ღირებული 7 000 აშშ დოლარად და არა ის კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლი, რომელიც აჩვენა შუამავლებს და რითაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული სესხი. კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლი, საკადასტრო კოდით 5-.1-.3-.007, რეგისტრირებულია მ------ ხ-------–---–ის მეუღლის - გ--–- ჭ----–-–---–-ს სახელზე და შეფასებულია 25000 აშშ დოლარად. მ------ ხ-------–---–ის ქმედებით დაზარალებულ ზ------ ნ------–---–ს 15 000 აშშ დოლარის, ანუ 24 952,50 ლარის ზიანი მიადგა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვდა სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ კერესელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ხ-------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებული მ------ ხ-------–---–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ------- მ---–-–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მ. ხ-------–---–ის გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი - დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №511აპ-17) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ------ ხ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულიად საკმარისია ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ------ ხ-------–---–ის ბრალეულობა თაღლითობაში (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობა).
7. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ------ ხ-------–---–ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის, მსჯავრდებულ მ------ ხ-------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ------- მ---–-–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე