განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100218700050552
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№327აპ-18 ქ. თბილისი
ა-–- ა----------ი, 327აპ-18 22 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-–- ა----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ჩ----–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ა-–- ა----------ი, - დაბადებული 1998 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. ა-–- ა----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - ზახით ა----------ს (პ--------------------) სრულად უნდა დაუბრუნდეს ა-–- ა----------ის სასარგებლოდ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარი.
ა-–- ა----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროს - 2017 წლის 24 აგვისტოდან - იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ა-–- ა----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვა-–-სწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. ა-–- ა----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს - ზახით ა----------ს სრულად უნდა დაუბრუნდეს ა-–- ა----------ის სასარგებლოდ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 2000 ლარი.
5. ა-–- ა----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დროს - 2017 წლის 24 აგვისტოდან იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–- ა----------მა ჩაიდინა ძალადობის მუქარით ახელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
7. 2017 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ლ--------ის რაიონის სოფელ ჰ------------ში არსებულ ჭიაურის ტყეში, შპს „ფ----ის“ ტერიტორიაზე, ა-–- ა----------ი ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ ჭრიდა მუხის ჯიშის ხის მერქანს და აწყობდა გვერდით გაჩერებულ ცხენის ოთხთვალაზე, რა დროსაც მასთან მივიდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს პატრულირების სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტები - კ--- მ-------–---–- და ნ------- პ-----–---–ი. მათ ა-–- ა----------ს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა ხის უკანონო ჭრა, რაზეც ის გახდა აგრესიული, ბენზოხერხისა და ცულის გამოყენებით დაემუქრა და არ მისცა მათ თავიანთი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–- ა----------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ--–- ჩ----–-–---–მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განაჩენში - სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ჯარიმის - 2000 ლარის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ა-–- ა----------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი და დანაშაულის ჩადენის დროს იყო 19 წლის.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ--–- ჩ----–-–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია. იმის გათვალისწინებით, რომ ა-–- ა----------მა ჩაიდინა მმართველობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული და საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ გაცემული ცნობით იგი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სამსახურისა და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ გამოვლენილია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის შემსუბუქება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა-–- ა----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ჩ----–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე