განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100115793702
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №404აპ-18 თბილისი
ბ------–--- ს-------–--, 404აპ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ს-------–-- ბ------–---, - დაბადებული 19-- წელს, - და ბ------ ბ------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. მათვე უნდა განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
2. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს-------–-- ბ------–---მ და ბ------ ბ------–---–მა ჩაიდინეს პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების გატაცება და განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 1999 წლის 12 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, ს-------–-- ბ------–--- და ბ------ ბ------–---–-, მთვრალები, წინასწარი შეთანხმებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის ქურდობის მიზნით, მივიდნენ ხ--–---------ს რაიონის სოფელ გ--------ში მცხოვრებ თ---------- ბ------ს საცხოვრებელ სახლთან, მის პირველ სართულზე არსებული აბაზანის ფანჯრიდან შევიდნენ თ. ბ------ს საძინებელ ოთახში და მოიპარეს ერთი ხელყუმბარა, ხოლო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იპოვეს. ამ დროს გაეღვიძა სახლის მეპატრონეს - თ---------- ბ------ს, რომელიც ს-------–-- ბ------–---მ და ბ------ ბ------–---–მა, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, შეშის ნაჭრის თავში რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. აპელანტის მოთხოვნა:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც მოითხოვა გამართლებულების - ს-------–-- ბ------–---სა და ბ------ ბ------–---–-ს დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულების - ს-------–-- ბ------–---სა და ბ------ ბ------–---–-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17,240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 104-ე მუხლის მე-7 პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე