უზუსტობის აღმოფხვრის განჩინება

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
010141318700061462
თარიღი
13.12.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061462

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

საქმე №357აპ-18 ქ. თბილისი

ხ--–------ მ---------, 357აპ-18 12 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 7 ნოემბერს მსჯავრდებულ მ--------- ხ--–------ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბერს მ--------- ხ--–------ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

 

2. განჩინების შესავალ ნაწილში მითითებულია: „ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ--------- ხ--–------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი“, ხოლო აღწერილობითი ნაწილის მე-4 პუნქტში - „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად“.

 

3. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას და განჩინების შესავალი ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ--------- ხ--–------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი“, ხოლო აღწერილობითი ნაწილის მე-4 პუნქტი: „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად“.

 

4. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

 

2. განჩინების შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3. „ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ--------- ხ--–------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი“

 

4. განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად“.

 

5. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების განუყოფელ ნაწილს.

 

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე