განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002014257
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№359აპ-18 ქ. თბილისი
ჯ------–---–ი გ-------, 359აპ-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ჯ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ------- კ--–----ის, მ------ ბ----–---–ისა და ი---- ნ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 იანვრის განაჩენით გ------- ჯ------–---–ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. გ------- ჯ------–---–ს მსჯავრი დაედო გაუპატიურებაში, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევაში სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, გ------- ჯ------–---–ი თავისი ,,სუბარუს“ ფირმის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით V--------), მოქალაქე თ----- გ--------–---თან ერთად, იმყოფებოდა თ---–--–ი, ნ--–-----ის ფ--------ის მ--- მ/რაიონის მ--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გ------- ჯ------–---–მა თ----- გ--------–---თან (თ----- ხ----–--–--ასთან) დაამყარა სქესობრივი კავშირი, კერძოდ, თავისი სასქესო ორგანოთი შეაღწია თ----- გ--------–---ის (თ----- ხ----–--–--ას) საშოსა და უკანა ტანში, რითაც დაზარალებულს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ------- კ--–----ემ, მ------ ბ----–---–მა და ი---- ნ--------ემ. კასატორებმა ითხოვეს გ------- ჯ------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ გ------- ჯ------–---–ის ბრალეულობას; განაჩენი გამოტანილია ერთმანეთთან აშკარად შეუთავსებელ და არადამაჯერებელ მტკიცებულებათა საფუძველზე; გარდა ამისა, განაჩენი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომლის ჩვენება და საქმეში არსებული მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა; აპელანტი მიიჩნევს, რომ დაზარალებული შეგნებულად ცრუ ინფორმაციას აწვდის როგორც გამოძიებას, ისე სასამართლოს; სექსუალური აქტი ამ შემთხვევის დროს შედგა ორივე მხარის სურვილითა და თანხმობით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. მსჯავრდებულ გ------- ჯ------–---–ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმეები №253აპ-15, №466აპ-16, №188აპ-17), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას გ------- ჯ------–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ თ----- გ--------–---ისა (თ----- ხ----–--–-ას) და მოწმეების - თ----- ხ----–--–--ას, ანა ხ----–--–--ას, ი---- ბ------ის, გ------- ს-----–---–ის, ლ-–- გ-------ის ჩვენებები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, სასამართლო-ფსიქიატრიული, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ გ------- ჯ------–---–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, დაზარალებულის ჩვენების არასარწმუნოობის შესახებ და მიუთითებს, რომ თ----- გ--------–---ის (თ----- ხ----–--–--ას) ჩვენება თანმიმდევრულია და შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას არ გააჩნია მისი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- ჯ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ------- კ--–----ის, მ------ ბ----–---–ისა და ი---- ნ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე