განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002039058
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№333აპ-18 ქ. თბილისი
ბ-–--- ბ-----, 333აპ-18 30 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ----- ბ-–---ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ასევე - განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, დანითა და ბასრი საგნით შეიარაღებული მთვრალი ბ----- ბ-–--- შევიდა ქ.ზ----------–ი, ა----–-----–ის ქუჩის №---ში მდებარე სუპერმარკეტ „დ---–ში“, სადაც მოლარე-ოპერატორს - ი----- მ------–---–ს მოსთხოვა თანხის გადაცემა. ამავდროულად, დანისა და ბასრი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა მარკეტში მყოფ ლ------ კ--–-------ს, ა-- პ------–-–---–სა და ი----- მ------–---–ს. ი----- მ------–---–მა საგანგაშო ღილაკის საშუალებით გამოიძახა დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შეაჩერეს ბ----- ბ-–---, ხოლო მოგვიანებით იგი დააკავეს ზ------------ რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბ----- ბ-–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბ----- ბ-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 26 მარტიდან;
მსჯავრდებულ ბ----- ბ-–---ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით ზ------------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კობა სირაძემ და ითხოვა ბ----- ბ-–--ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
დაზარალებულების ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ თავდაპირველად ბ----- ბ-–---მ მათ მოსთხოვა გარკვეული პროდუქტების ნისიად გადაცემა, აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ მოითხოვა თანხის გადაცემა, ამავდროულად დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ თანხას არ გადასცემდნენ; მუქარას თან ახლდა ბ----- ბ-–--ის მხრიდან დანისა და ბასრი საგნის დემონსტრირება; მართალია, მაღაზიაში პროდუქტები დახლებზე იყო განთავსებული და დამნაშავისათვის მარტივად იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ბ----- ბ-–--ის განზრახვას წარმოადგენდა არა პროდუქტების, არამედ - თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება; ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სალარო, რომელშიც ინახებოდა თანხა, მის თვალწინ გააღო მოლარე ოპერატორმა, რადგან იმ მომენტისათვის ბ----- ბ-–--- სალარო აპარატთან ახლოს არ იმყოფებოდა და მოლარე ოპერატორმა ი----- მ------–---–მა ა-- პ------–-–---–ისათვის ხურდის დაბრუნების შემდეგ მაშინვე გასაღებით ჩაკეტა იგი, რის შემდეგაც საგანგაშო ღილაკის გამოყენებით გამოიძახა დაცვის პოლიცია; აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ----- ბ-–---ს თანხის დაუფლების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ხოლო სხვა ნივთების დაუფლება მის მიზანს არ წარმოადგენდა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გა--ჩენის მსჯელობას იმის შესახებ, რომ გამოკვლეული ვიდეოფირით ეჭვქვეშ დგება ბ----- ბ-–--ის მხრიდან დაზარალებულებზე სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის ფაქტი, რაც გამორიცხავს მისთვის სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე