განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700063022
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №423აპ-18 ქ. თბილისი
ა-------ი ზ---, 423აპ-18 26 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ზ--- ა-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– ბ--–-----–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზ--- ა-------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა ზ--- ა-------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
განაჩენით ზ--- ა-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 9 ნოემბერს. დაახლოებით 12:00 საათზე, ა---–---–---ს რაიონის სოფელ ღ------–-–ი მომხდარი კონფლიქტისას, ზ--- ა-------მა ხელით სახე დაუკაწრა თავის ყოფილ მეუღლეს - ა--- პ-----------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა სახის არეში მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ--- ა-------ისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი გიორგი ორჯონიკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ზ--- ა-------ისათვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებული ზ--- ა-------ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტ------– ბ--–-----–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა-------ის გამართლებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ--- ა-------ის ბრალეულობა უტყუარადაა დადასტურებული კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
7. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას - მსჯავრდებულ ზ--- ა-------ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, საკასაციო პალატა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულ ზ--- ა-------ისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძისა და მსჯავრდებულ ზ--- ა-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------– ბ--–-----–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე