განჩინება

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010141318700061948
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061948

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№375აპ-18 ქ. თბილისი

წ------–---–- ბ---, 375აპ-18 21 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარიკა გოგოხიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ბ--- წ------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 3800 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბ--- წ------–---–ს – დაბადებულს 1986 წლის 28 ნოემბერს, – პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2013 წლის 14 ივნისიდან იმავე წლის 2 ივლისის ჩათვლით) შეუმცირდა სასჯელი და მოსახდელად დარჩა ჯარიმა - 2000 ლარი.

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ--- წ------–---–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ბ--- წ------–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------ ი----ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

ბ--- წ------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, სასჯელის დაუნიშნავად.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბ--- წ------–---–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--- წ------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 69.5453 გრამი ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა.

 

2013 წლის 14 ივნისს, 20:00 საათზე, ბ--- წ------–---–- თ---–--–ი, ა-----–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც თან ჰქონდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი, კერძოდ, 6 პაკეტში (ჩამკეტით) მოთავსებული, 6.5 გრამი მცენარე კანაფისგან კუსტარული წესით დამზადებული გამომშრალი მარიხუანა.

 

ამასთან, ბ--- წ------–---–- მის მიერვე უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ნაწილს, კერძოდ, უფერო გამჭვირვალე მინის ქილაში მოთავსებულ, 31.97 გრამ გამომშრალ მარიხუანას, ქაღალდის ნაჭრებში ორად დაფასოებულ 0.7653 გრამ გამომშრალ მარიხუანასა და ასევე, ქაღალდის ნაჭერში გადახვეულ 0.00186 გრამ კანაფის ფისს, 2013 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, უკანონოდ ინახავდა თ---–--–ი, დ------------------- კვარტლის, კორპუსი N--------------ში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ბ--- წ------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობას. კასატორის მითითებით, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ყველაზე მსუბუქი კანონი და, შესაბამისად, ბ--- წ------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატა ეთანხმება და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბ--- წ------–---–-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ და მსგავს სამართლებრივ საკითხზე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. N83აგ-17 გადაწყვეტილება).

 

9. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონმა არ გააუმჯობესა ბ--- წ------–---–-ს მდგომარეობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანის მომენტში საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში მოქმედი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. მართალია, როგორც ჯარიმა, ისე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქ სასჯელთა კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, გამოიყენა ყველაზე მსუბუქი კანონი.

 

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მარიკა გოგოხიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე