უზუსტობის აღმოფხვრის განჩინება

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
010100117002159846
თარიღი
27.12.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002159846

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

№301-18 თბილისი

ტ-----–---–- ზ------, 301-18 27 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებულების - ზ------ ტ-----–---–-სა და რ----- ბ-----–----ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებულების - ზ------ ტ-----–---–-სა და რ----- ბ-----–----ს მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

 

2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-20 პუნქტში მითითებულია: „ნივთიერი მტკიცებულება - რ----- ბ-----–----სა და ზ------ ტ-----–---–-ს პირადი ჩხრეკების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით“.

 

3. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-20 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნივთიერი მტკიცებულება - რ----- ბ-----–----სა და ზ------ ტ-----–---–-ს პირადი ჩხრეკების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით; ასევე - მსჯავრდებულ რ----- ბ-----–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო: 6 ცალი აშშ 100 - დოლარიანი კუპიურა, 1 ცალი აშშ 50 - დოლარიანი კუპიურა, 6 ცალი აშშ 20 - დოლარიანი კუპიურა, 5 ცალი აშშ 10 - დოლარიანი კუპიურა, 1000 სომხური დრამი და 5 თურქული ლირა, 10 საბანკო და სხვა სახის სავიზიტო ბარათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით. ზ------ ტ-----–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 გახსნილი კოლოფი სიგარეტი ,,MASTER LIGHTS’’, რომელზეც არ არის დაკრული აქციზური მარკა, უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს, ხოლო სააღრიცხვო ფურცელი და შპს „ულუსიო ბათუმის“ საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით“.

 

4. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

 

2. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3. „ნივთიერი მტკიცებულება - რ----- ბ-----–----სა და ზ------ ტ-----–---–-ს პირადი ჩხრეკების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით; ასევე - მსჯავრდებულ რ----- ბ-----–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო: 6 ცალი აშშ 100 - დოლარიანი კუპიურა, 1 ცალი აშშ 50 - დოლარიანი კუპიურა, 6 ცალი აშშ 20 - დოლარიანი კუპიურა, 5 ცალი აშშ 10 - დოლარიანი კუპიურა, 1000 სომხური დრამი და 5 თურქული ლირა, 10 საბანკო და სხვა სახის სავიზიტო ბარათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით. ზ------ ტ-----–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 გახსნილი კოლოფი სიგარეტი ,,MASTER LIGHTS’’, რომელზეც არ არის დაკრული აქციზური მარკა, უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს, ხოლო სააღრიცხვო ფურცელი და შპს „ულუსიო ბათუმის“ საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკი დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით“.

 

4. აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.

 

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე