განჩინება

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
010100218700050674
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050674

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№465აპ-18 ქ. თბილისი

ჟ-–--–---–- დ-----, 465აპ-18 25 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პ----- სილაგაძე, პ----- ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პრკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----- ჟ-–--–---–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად წარედგინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------- მ-----–-–---–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად წარედგინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 28 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თ---–--–ი, მ--------–--ის დასახლებაში, ყ-----–ის მოედანზე, გ------- მ-----–-–---–მა და დ----- ჟ-–--–---–მა გააჩერეს ტაქსი, რომელსაც მართავდა პ----- ა----–--- და სთხოვეს მეტროსადგურ „ი---თან“ მიყვანა. გ------- მ-----–-–---–ი დაჯდა მძღოლის გვერდით სავარძელზე, ხოლო დ----- ჟ-–--–---–- - მის უკან. მგზავრობისას მოულოდნელად დ----- ჟ-–--–---–მა პ----- ა----–---ს შეუბოჭა ხელები და მოსთხოვა ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამასთან, დ----- ჟ-–--–---–მა პ----- ა----–---ს ყელში მოუჭირა ხელი. პ----- ა----–--- იძულებული გახდა, გაეჩერებინა ავტომანქანა, რა დროსაც დ----- ჟ-–--–---–მა გ------- მ-----–-–---–ს სთხოვა პ----- ა----–--ის დაკავებაში დახმარება. გ------- მ-----–-–---–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან და დადგა მძღოლის მხარეს არსებულ კართან, რათა პ----- ა----–--ისთვის არ მიეცა გაქცევის შესაძლებლობა. გარდა ამისა, გ------- მ-----–-–---–მა პ----- ა----–---ს მოსთხოვა ავტომანქანის გასაღების გადაცემა. პ----- ა----–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ვეღარ შეძლო თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დ----- ჟ-–--–---–ს გადასცა თანხა - 70 ლარი, ხოლო გ------- მ-----–-–---–ს - ავტომანქანის გასაღები. გ------- მ-----–-–---–მა და დ----- ჟ-–--–---–მა პ----- ა----–--- ძალის გამოყენებით გადასვეს უკანა სავარძელზე და შეეცადნენ ავტომანქანის დაქოქვას, ამ დროს პ----- ა----–---მ შეძლო გაქცევა და თავდამსხმელისგან თავის დაღწევა.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დ----- ჟ-–--–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

დ----- ჟ-–--–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 4 წლით.

 

გ------- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა თამარ კერესელიძემ და ითხოვა გამართლებულ გ------- მ-----–-–---–ისა და მსჯავრდებულ დ----- ჟ-–--–---–-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა გ------- მ-----–-–---–ისა და დ----- ჟ-–--–---–-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დ----- ჟ-–--–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დ----- ჟ-–--–---–-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ პ----- ა----–--ის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ჟ-–--–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ძარცვა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება.

 

9. რაც შეეხება გ------- მ-----–-–---–ს, პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი მის ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პრკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე