განჩინება

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
330100116001271157
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001271157

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №477აპ-18 თბილისი

ფ----------- ბ------, 477აპ-18 15 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მარიამ გოგორელიანისა და მსჯავრდებულ ბ------ ფ-----------ს ადვოკატ უ-- ზ---–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ბ------ ფ-----------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ბ------ ფ----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. ნივთიერი მტკიცებულება - ბ------ ფ-----------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს; ნივთიერი მტკიცებულება - ბ------ ფ-----------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. „სიმ ბოქსები“ და მათთან დაკავშირებული მოწყობილობები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

2. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, ბ------ ფ----------- გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების შესახებ დადგენილებით მას ბრალი ედებოდა ქონებრივ დაზიანებაში მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: ბ------ ფ-----------მ 2015 წლის ივლისის ბოლოს შეიძინა კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. „სიმ-ბოქსი“, რომელიც განათავსა თ---–--–-----–----–----–-----------------–--–-------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ ბინა №----ში. იგი 2015 წლის ივლისიდან აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც საერთაშორისო ზარები შედიოდა ინტერნეტტრაფიკის მეშვეობით, ათავსებდა შპს „მ--------–--“ სიმბარათებს, რომელთა საშუალებითაც ინტერნეტტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან მიდიოდა როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. „სიმ-ბოქსი“ ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. „სიმ-ბოქსში“ იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის გამშვების ნომერს. კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის - ერთ წუთში 0.20 აშშ დოლარის ნაცვლად იღებდნენ გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისათვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხებს. ე.წ. „სიმ-ბოქსის“ გამოყენებით ბ------ ფ-----------მ 2015 წლის ივლისიდან იმავე წლის 16 სექტემბრის ჩათვლით შპს „ჯ------–ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი, რაც გამოიხატა 11783.82 ლარის შემოსავლის მიუღებლობაში, შპს „მ--------–ს“ მიაყენა 4007 ლარის ზიანი, ხოლო შპს „მ---------ს“ – 25988 ლარის დიდი ოდენობით ზიანი. ასევე, სახელმწიფომ ვერ მიიღო აქციზის თანხა - ერთ წუთზე 15 თეთრი.

აღნიშნული განაჩენის მიხედვით, ბ------ ფ-----------ს მსჯავრი დაედო კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლაში, რაც გამოიხატა შემდეგში: ბ------ ფ-----------მ 2015 წლის ივლისის ბოლოს შეიძინა კომპიუტერული მოწყობილობა ე.წ. „სიმ-ბოქსი“, რომელიც განათავსა თ---–--–-----–----–----–-----------------–--–-------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ ბინა №----ში. იგი 2015 წლის ივლისიდან აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც საერთაშორისო ზარები შედიოდა ინტერნეტტრაფიკის მეშვეობით, ათავსებდა შპს „მ--------–--“ სიმბარათებს, რომელთა საშუალებითაც ინტერნეტტრაფიკით მიღებული ზარები გარდაიქმნებოდა და საბოლოო ობიექტთან მიდიოდა როგორც შიდა ანუ ლოკალური ზარი. ე.წ. „სიმ-ბოქსი“ ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. „სიმ-ბოქსში“ იყო მოთავსებული და არა რეალურად ზარის გამშვების ნომერს, რითაც უნებართვოდ ცვლიდა კომპიუტერულ მონაცემებს.

3. აპელანტების მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შეცვლა და ბ------ ფ-----------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დაცვის მხარემ - გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ბ------ ფ-----------ს გამართლება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილშიც.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორების მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ბ------ ფ-----------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ------ ფ-----------ს ადვოკატმა უ-- ზაქაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს სადავო განაჩენის შეცვლასა და ბ------ ფ-----------ს გამართლებას სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილშიც.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მარიამ გოგორელიანისა და მსჯავრდებულ ბ------ ფ-----------ს ადვოკატ უ-- ზ---–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე