განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002294976
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№405აპ-18 ქ. თბილისი
შ----–----ე შ--–--, 405აპ-18 3 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით შ--–-- შ----–----ე, – დ----------–-------–-–---------------- – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2016 წლის 20 დეკემბრიდან - იმავე წლის 28 დეკემბრის ჩათვლით), ძირითადი სასჯელის სახედ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 45 საათით და საბოლოოდ შ--–-- შ----–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 355 საათით.
2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი შ--–-- შ----–----ის მიმართ. შ--–-- შ----–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გამართლებულ შ--–-- შ----–----ეს განემარტა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ქ-------–ი, ი. ჭ-------ის გამზირის N1-----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა შ--–-- შ----–----ემ 2016 წლის 20 დეკემბერს არასრულწლოვანი შვილის - ნ----- შ----–----ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს -ნ----- შ-------ას. შ--–-- შ----–----ის ქმედების შედეგად ნ----- შ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენის შეცვლას, შ--–-- შ----–----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობასა და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
6. პროკურორის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ--–-- შ----–----ის მიერ ძალადობის ჩადენას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ნ----- შ-------ას დაზიანებისა და მოწმე ი---- შ----–----ის ჩვენების შეფასების ნაწილში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა პროკურორის მიერ მითითებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმე ი---- შ----–----ის ჩვენების შეფასების ნაწილში ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად და ობიექტურად შეაფასა, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ შ--–-- შ----–----ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ი. კ-------ის, მ- ს-----ისა და რ- ი-----–---ის ჩვენებები საეჭვოს ხდის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ, ნ----- შ-------ას სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანებების მიყენებას შ--–-- შ----–----ის მიერ.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე