განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061705
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№393აპ-18 ქ. თბილისი
ვ---–---–ი მ-----–, 393აპ-18 31 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ-----– ვ---–---–ს, - დ----------–-------–--–---- ბრალად წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თბილისში, დ-------–-----–ის ხ----------------–----------- მდებარე საქართველოს ი------–----------------------------–---------------–----------- ავტოსადგომზე, ავ--------– ა-----ემ პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ა-----– მ------–---–ი მოკლა. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ ავ--------– ა-----ემ ვერ შეძლო შემთხვევის ადგილის დატოვება, ვინაიდან მას გამოედევნა ა-----– მ------–---–ის თანმხლები პირი - მ-----– ვ---–---–ი, რომელმაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის ხელთ არსებული „გლოკ 17-ის“ სისტემის პისტოლეტიდან მრავლობითი გასროლით ავ--------– ა-----ეს სასიცოცხლო ორგანოებში მძიმე დაზიანებები მიაყენა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განაჩენით მ-----– ვ---–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა და ითხოვა გამართლებულ მ-----– ვ---–---–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მ-----– ვ---–---–ის მიერ შურისძიების მოტივით ავ--------– ა-----ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა. ბრალდების მხარის პოზიციით, მ-----– ვ---–---–ი არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ვინაიდან მისთვის ავ--------– ა-----ე საფრთხეს არ წარმოადგენდა, თავდასხმა დასრულებული იყო, იგი ცდილობდა შემთხვევის ადგილის დატოვებას, მოძრაობდა მ-----– ვ---–---–ის საპირისპირო მიმართულებით, რა დროსაც მ-----– ვ---–---–მა დაზარალებულს ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ - წაქცეულს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მ-----– ვ---–---–ის ქმედება გამართლებულია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით - უკიდურესი მდგომარეობით, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებითა და თავდაცვის სურვილით.
9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინა პირობები განიხილა, შეაფასა და მათი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან შესაბამისობა დაასაბუთა, კერძოდ: ობიექტურად ავ--------– ა-----ემ განახორციელა მართლსაწინააღმდეგო, რეალური, იმწუთიერი, სოციალურად მნიშვნელოვანი ხელყოფა, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდებოდა. თავდასხმისას ავ--------– ა-----ესა და მ-----– ვ---–---–ს ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრი აშორებდათ, თავდამსხმელს ხელში იარაღი ეჭირა და ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. დაზიანებათა ნაწილი ავ--------– ა-----ეს წინა მხრიდან აქვს მიყენებული, მ-----– ვ---–---–ის განმარტებით კი, ფიქრობდა, რომ თავდამსხმელი მასაც, როგორც თვითმხილველ მოწმეს, გაუსწორდებოდა. საკითხის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ავ--------– ა-----ის დაცემის შემდეგ მ-----– ვ---–---–მა პოლიციის თანამშრომელი გააფრთხილა, რომ თავდამსხმელს იარაღი ჰქონდა და ფრთხილად ყოფილიყო, რაც ადასტურებს მ-----– ვ---–---–ის სუბიექტურ დამოკიდებულებას თავდამსხმელისგან მომდინარე საფრთხის მიმართ. ამასთან, მ-----– ვ---–---–მა მხოლოდ ოთხჯერ გაისროლა, თუმცა მას იარაღში თორმეტი ტყვია ჰქონდა, შესაბამისად, ჰქონდა შესაძლებლობა, შურისძიების მოტივის არსებობისას დანაშაული ბოლომდე მიეყვანა.
10. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რაც გამორიცხავს მ-----– ვ---–---–ისთვის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გია შაიშმელაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე