განჩინება

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
010141318700063780
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700063780

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №475აპ-18 ქ. თბილისი

კ------- გ--–-, 475აპ-18 17 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--–- კ-------ს ბრალი დაედო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონების შეძენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს რეზიდენტი - შპს „ჭ----------------------------“ დაარსდა 2008 წლის 8 მაისს. აღნიშნული კომპანია აწარმოებს სილიკომანგანუმს. შპს „ჭ----------------------------ს“ გააჩნია რამდენიმე ფი-–--ლი და ქარხანა, მათ შორის ერთ-ერთი მდებარეობს ქ. თ---–--–--------------------–---–-------–------------ში, სადაც შტატით დასაქმებულია დაახლოებით 50 პირი.

 

2016 წლის ოქტომბერში შპს „ჭ----------------------------ს“ ორხევის ქარხანაში დასაქმებულმა მუშებმა - მუშების ცვლის უფროსმა ი-–-- რ-----მ, ტრაქტორის მემანქანე ი------ ღ------–---–მა, საამქროს უფროსმა მ--–---- მ--–----------მ და ამ უკანასკნელის ნათესავმა მ--–---- ნ-----–---–მა განიზრახეს შპს „ჭ----------------------------ს“ კუთვნილი დიდი ოდენობით სილიკომანგანუმის ფარულად დაუფლება და ნედლეულის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება. ამ მიზნით, მითითებულმა პირებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო დანაშაულებრივი საქმიანობის ფორმისა და მეთოდის შედარებით მუდმივობა, ჯგუფის წევრთა შორის როლებისა და ფუნქციების განაწილება.

 

აღნიშნულის შემდეგ მ--–---- ნ-----–---–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „ჯ-----------------ს“ დირექტორ გ--–- კ-------ს, რომელიც ასევე სილიკომანგანუმის წარმოება/რეალიზაციასთან დაკავშირებულ კომერციულ საქმიანობას ეწეოდა შპს „ფ--------------“ ნაქირავებ ტერიტორიაზე ქ. რუ-----–----–--------------------ში. მ--–---- ნ-----–---–მა გ--–- კ-------ს შესთავაზა ნაქურდალი, დიდი ოდენობით სილიკომანგანუმის მიყიდვა. გ--–- კ------- დასთანხმდა მ--–---- ნ-----–---–ის შეთავაზებას და მოპარული ქონების შეძენაზე თანხმობა განუცხადა ნედლეულის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მცირე ფასად.

 

მ--–---- ნ-----–---–სა და გ--–- კ-------ს შორის შეთანხმების შემდეგ, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 20 იანვრამდე დროის შუალედში, მ--–---- მ--–----------მ, ი-–-- რ-----მ, ი------ ღ------–---–მა და მ--–---- ნ-----–---–მა არაერთხელ ჩაიდინეს შპს „ჭ----------------------------ს“ ტერიტორიიდან ამავე კომპანიის კუთვნილი სილიკომანგანუმის ქურდობა, შემდეგი ორგანიზებული ფორმით: მ--–---- მ--–---------- უზრუნველყოფდა საამქროს ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის მარტო დარჩენას. შემდეგ იგი და ი-–-- რ----- ი------ ღ------–---–ზე გაპიროვნებული ტრაქტორის კოვშს ავსებდნენ სილიკომანგანუმით. ობიექტის დაცვის სამსახურისა და სათვალთვალო კამერებისთვის შეუმჩნევლად დარჩენის მიზნით, დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად, ტრაქტორის კოვშში მოთავსებულ სილიკომანგანუმს ჯგუფის წევრები ზემოდან აყრიდნენ გამოსაყენებლად უვარგის სხვადასხვა ნივთს. შემდგომ ი------ ღ------–---–ს ტრაქტორი გაჰყავდა საამქროდან და ტრაქტორის კოვშში მოთავსებულ სილიკომანგანუმს ცლიდა მომიჯნავედ მდებარე, შპს „ს------–----–-----“ ნაკვეთზე. შპს „ს------–----–-----“ ნაკვეთზე დაყრილ სილიკომანგანუმს ეუფლებოდა მ--–---- ნ-----–---–ი. წინასწარი შეთანხმების თანახმად, მ--–---- ნ-----–---–ი მოპარული ნედლეულის რეალიზაციას ახდენდა ქ. რ-------–----–----------------ში - ასევე სილიკომანგანუმის მწარმოებელ, შპს „ჯ-----------------ს“ დირექტორ გ--–- კ-------ზე. გ--–- კ------- წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ სილიკომანგანუმს იძენდა მისი საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად (1 კილოგრამს - 1 ლარად და 20 თეთრად). მოპარული სილიკომანგანუმის სანაცვლოდ გ--–- კ--------გან აღებულ თანხას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ ინაწილებდნენ.

 

მ--–---- მ--–----------, ი-–-- რ-----, ი------ ღ------–---–ი და მ--–---- ნ-----–---–ი ამ ორგანიზებული ფორმითა და საერთო განზრახვით ფარულად დაეუფლნენ ჯამურად არანაკლებ 30 ტონა სილიკომანგანუმს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ სილიკომანგანუმს ყოველ ჯერზე, წინასწარი შეცნობით იძენდა გ--–- კ-------. შესაბამისად, გ--–- კ-------მ წინასწარი შეცნობით შეიძინა დანაშაულებრივად მოპოვებული დიდი ოდენობით სილიკომანგანუმი, რომლის საერთო ღირებულებამაც დაახლოებით 100 000 ლარი შეადგინა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით გ--–- კ-------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ გ--–- კ-------ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გ--–- კ-------- დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ--–- კ-------- დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ქმედების შესაბამისი სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლომ გამართლებულის ქმედება არასწორად შეაფასა და მისი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ--–- კ-------- მიერ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გ--–- კ-------მ იცოდა შეძენილი პროდუქციის დანაშაულებრივი გზით მოპოვების თაობაზე და ეს არის მოწმის სახით დაკითხული მ--–---- ნ-----–---–ის ჩვენება, რომელმაც ამხილა გ--–- კ------- მოცემული დანაშაულის ჩადენაში. მხოლოდ ერთი პირის ჩვენება კი არ შეიძლება დაედოს პირის მსჯავრდებასა და გამამტყუნებელ განაჩენს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №251აპ-16; 462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

 

11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის - ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე