განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001437264
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№447აპ-18 ქ. თბილისი
შ------–---–- ი-----–-, 447აპ-18 17 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ი-----–- შ------–---–- (დასწრების გარეშე), – დ----------–-------–-–-----------ს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ი-----–- შ------–---–ს განემარტა, რომ აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2016 წლის 27 მაისს, დღის საათებში, ბ------–ი, ზ. გ-------–--ის ქუჩის №-------------ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მაისის განაჩენით ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ი-----–- შ------–---–მა არასრულწლოვანი შვილის - თ----- ა-----ის თანდასწრებით, არაერთგზის, ყელში ხელის მოჭერით, სახეში ხელის დარტყმებითა და თმის მოქაჩვით მეუღლეს (ოჯახის წევრს) - ნ----------–- შ------–---–ს, მიაყენა ჯანრთელობის დაზიანება, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განაჩენის გაუქმებას, ი-----–- შ------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნობასა და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
6. კასატორის მითითებით, მოწმე მზია დისამიძე-ნაგერვაძის ჩვენებით დადგენილია ი-----–- შ------–---–-ს მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი. პროკურორი უთითებს, რომ დაზარალებულ თ----- ა-----ის სასამართლო სხდომაზე დაკითხვის შემთხვევაში იარსებებდა კიდევ ერთი მტკიცებულება. დაზიანებების მიყენება დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. ი. შ------–---–- ნასამართლევია მეუღლის - ნ----------–- შ------–---–-ს მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობისათვის. აღნიშნული კი მეტყველებს ი. შ------–---–-ს პიროვნებაზე.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ი-----–- შ------–---–-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი.
10. პროკურორი ბრალდების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად უთითებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც ასახული ნ----------–- შ------–---–-ს ფიზიკური დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება არა 2016 წლის 27 მაისს (როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. შ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული), არამედ - 2016 წლის 14 ივნისს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ღ. უჩანეიშვილმა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მზია დიასამიძის ჩვენება არასაკმარისია ბრალად წარდგენილი ქმედების უტყუარად დასადასტურებლად.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე