განჩინება

სისხლის სამართლის 03.01.2019
საქმის ნომერი
190100117002121035
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117002121035

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№411აპ-18 ქ. თბილისი

ო--------–-–---–ი ფ---------, 411აპ-18 3 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ--------- ო--------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- მ----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით ფ--------- ო--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 250 საათით.

 

ფ--------- ო--------–-–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო (2017 წლის 23 სექტემბრიდან იმავე წლის 24 სექტემბრის ჩათვლით) ჩაეთვალა სასჯელის მოხდის ვადაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 240 საათით.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ--------- ო--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 23 სექტემბერს, ქ. რ-------–ი, ზ. ფ--–--–---–ის ქ. N-----ში მცხოვრებ მ------ მ-------–---–ს, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეუღლემ - ფ--------- ო--------–-–---–მა არასრულწლოვანი შვილების - თ-------- ო--------–-–---–ისა და გ------- ო--------–-–---–ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ დაზარალებულმა ფ--------- ო--------–-–---–ს მისცა შენიშვნა, თუ რატომ გაჰქონდა ავტოფარეხიდან ოჯახის კუთვნილი ნივთები. ფ--------- ო--------–-–---–ის ქმედებით მ------ მ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად სხეულზე მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ--------- ო--------–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---- მ----–---–მა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ--------- ო--------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენას, სასამართლოში არ წარუდგენია; ფ--------- ო--------–-–---–ს მ------ მ-------–---–ისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, კონფლიქტი თავად დაზარალებულმა წამოიწყო; ფ---------ი შეეცადა შემთხვევის ადგილიდან წასვლას, მაგრამ მანქანაში ჩაჯდომისას მ------ მ-------–---–მა მარჯვენა ხელზე უკბინა, რაც ასევე დაადასტურა მოწმე გ------- ო--------–-–---–მა; დაცვის მხარის პოზიციით, დაზარალებულმა შესაძლოა, თვითდაზიანებები მიიყენა, ხოლო დაზიანებების ნაწილი შესაძლოა, ა----- მ-------–---–მა მიაყენა; ა----- მ-------–---–ისა და ე----- გ---–----–---–ის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანია.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფ--------- ო--------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ფ--------- ო--------–-–---–ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით - სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხულ მ------ მ-------–---–ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების: ა------ მ-------–---–ისა და ე----- გ---–----–---–ის

 

ჩვენებებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0--------, N0-------- დასკვნებით.

 

8. რუსთავის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე (მათ შორის: მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობასა და მსჯავრდებულ ფ--------- ო--------–-–---–ისა და მოწმე გ------- ო--------–-–---–ის ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით), რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ფ--------- ო--------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---- მ----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე