განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700063787
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№474აპ-18 ქ. თბილისი
მ----------- ა-----, 474აპ-18 18 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა----- მ-----------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ----- კ------–---–-სა და ტ------– ბ--–-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განაჩენით ა----- მ-----------, - დ----------–-------–--–ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
მსჯავრდებულ ა----- მ----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 6 ივლისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა----- მ----------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02.30 საათზე, ქ. ნ----–------ში, ო--------ის ქუჩაზე, ა----- მ----------მა ა--–--–---- ს--------ს შურისძიების მოტივით ხელთ არსებული დანით გულმკერდის არეში განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა, რის შედეგადაც ა--–--–---- ს--------ი გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა. კასატორები ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ იგი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ა----- მ-----------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას; ქმედების ჩადენის დროს მსჯავრდებული იმყოფებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების -აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და იცავდა საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ა----- მ-----------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას ა----- მ-----------ს მხრიდან აუცილებელი თავდაცვითი ქმედების განხორციელების შესახებ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა - მათ შორის: ს------ მ---------სა და ნ----- ი--------ის ჩვენებების, ამოღებული დანისა და მისი ამოცნობის ოქმის, ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების - ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო ა. მ-----------, რომლის დროსაც მან ხელთ ნაქონი, საკუთარი დანით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ა--–--–---- ს--------ს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა----- მ-----------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ----- კ------–---–-სა და ტ------– ბ--–-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე