განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802218002767444
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1I-19 ქ. თბილისი
ნ--------- მ-----, 1I-19 16 იანვარი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - თემურ ცინდელიანის
ადვოკატ - ლ---- კ-------ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ----- ნ---------ს
თარჯიმან - თ----- ც----------ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ნ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- კ-------ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ------ის ფ-------–--დან მოწოდებული მასალების თანახმად:
2016 წლის 5 ივლისს რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება მ----- ნ---------ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მ----- ნ--------ს ბრალი დაედო რ------ის ფ-------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 2016 წლის 9 ივლისს რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა მ----- ნ---------ს ძებნა. 2017 წლის 10 იანვარს რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს კონსტიტუციური წყობის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის გადაწყვეტილებით გამოცხადდა მ----- ნ---------ს საერთაშორისო ძებნა. 2017 წლის 11 იანვარს რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის ცენტრალური რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მ----- ნ---------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. 2017 წლის 9 აგვისტოს გამოცხადდა მ----- ნ---------ს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2018 წლის 29 ივნისს რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დაზუსტებული დადგენილება მ----- ნ---------ს ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, მ----- ნ--------ს ბრალი დაედო რ------ის ფ-------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. მოწოდებული მასალების თანახმად, მ----- ნ---------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ----- ნ--------- სიმპათიასა და მხარდაჭერას გამოხატავდა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ორგანიზაციის შემადგენლობაში შემავალი, უკანონო, შეიარაღებული ფორმირების მიმართ, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა ს----ის ა-------–- რ-------–--ის ტერიტორიაზე. მ----- ნ--------- წინასწარ ფლობდა ინფორმაციას რ------ის ფ-------–--ს მოქალაქეების - ს. ვ--–---ის, ე. ა-------ას, დ. ტ---–------ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირის - „ასკარის“ განზრახვის შესახებ, გაწევრებულიყვნენ ზემოხსენებულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში და მის შემადგენლობაში ს----ის ა-------–- რ-------–--ის ტერიტორიაზე განეხორციელებინათ ტერორისტული საქმიანობა. ამ მიზნით მ----- ნ--------მა, 2013 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, თ--------ის რ-------–--აში, ქ. ს--------–ში, დახმარება გაუწია დ. ტ---–------სა და გამოძიებით დაუდგენელ პირს - ,,ასკარს“ სამხედრო ტანსაცმლისა და სურსათის შეძენაში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ დროის მონაკვეთში მ----- ნ--------მა დ. ტ---–------ს, გამოძიებით დაუდგენელ პირს - ,,ასკარს“, ს. ვ--–---სა და ე. ა-------ას უსასყიდლოდ, უშუალოდ გადასცა გამოძიებით დაუდგენელი მძღოლის თანხლებით სატრანსპორტო საშუალება - მიკროავტობუსი, მათი ს----ის ა-------–- რ-------–--ის საზღვართან გადაადგილებისათვის. აღნიშნული განზრახი ქმედებებით მ----- ნ--------მა განახორციელა ტერორიზმის დაფინანსება, რითაც უზრუნველყო რ------ის ფ-------–--ს მოქალაქეების - ს. ვ--–---ის, ე. ა-------ას, დ. ტ---–------ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირის - ,,ასკარის“ „ისლამური სახელმწიფოს“ ორგანიზაციაში შემავალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შემადგენლობაში გაწევრება, მათ მიერ ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით.
3. 2018 წლის 25 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რ------ის ფ-------–--ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ----- ნ---------.
4. 2018 წლის 28 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის განჩინებით, მ----- ნ--------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
5. 2018 წლის 11 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ----- ნ---------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 28 მაისის განჩინების შეცვლის თაობაზე.
6. 2018 წლის 2 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო მ----- ნ---------ს ექსტრადიციის თაობაზე რ------ის ფ-------–--ს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები. აღნიშნული შუამდგომლობისა და დანართი მასალის დედნები პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 17 ივლისს.
7. 2018 წლის 22 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ----- ნ---------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 25 ნოემბრამდე.
8. 2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რ------ის ფ-------–--ს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ----- ნ---------ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 31 ოქტომბერს.
9. 2018 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ----- ნ---------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 25 თებერვლამდე.
10. 2018 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ----- ნ---------ს რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ------ის ფ-------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად ცნო მ----- ნ---------ს რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ------ის ფ-------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება).
12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ნ---------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ---- კ-------ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიციის შემთხვევაში მ----- ნ--------- შესაძლებელია, დაექვემდებაროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას; გასათვალისწინებელია რ------ის ფ-------–-აში არსებული მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით; ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) ნაგულისხმევ ვალდებულებებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რ------ის ფ-------–--ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ----- ნ--------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 25 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი მ----- ნ---------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულება, რაც მის მიმართ რ------ის ფ-------–-აში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.
5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მ----- ნ---------ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს რ------ის ფ-------–-აში, რადგან იქ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა და მ----- ნ--------- შესაძლოა, დაექვემდებაროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას (Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99 46951/99, ECHR). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს „არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას.
6. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლის თანახმადაც დადასტურდებოდა, რომ მ----- ნ---------ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება მისი რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიციის შემთხვევაში, კასატორის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადება, რომ რ------ის ფ-------–-აში მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.
7. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ რ------ის ფ-------–--ს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში „მ----- ნ--------- არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით“. გარდა აღნიშნულისა, 2018 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რ------ის ფ-------–--ს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად, ,,მ----- ნ---------ს რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, რ------ის ფ-------–--ს კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას სამართალწარმოების, წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა და მსჯავრდების შემთხვევაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მ----- ნ---------ს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, - იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
8. პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) ნაგულისხმევ ვალდებულებებთან და მიუთითებს:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია მიემართება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (King v. The United Kingdom, no. 9742/07).
იმის გათვალისწინებით, რომ მ----- ნ--------ს საქართველოში ოჯახური კავშირები არ გააჩნია და ამასთანავე, მას ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომელთან ბრძოლაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც შიდა სახელმწიფოებრივ ისე საერთაშორისო დონეზე და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად ითვლება, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევის რისკი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ----- ნ---------ს რ------ის ფ-------–-აში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რ------ის ფ-------–--ს კ--–----------ის ო-–-ის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 29 ივნისის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რ------ის ფ-------–--ს სისხლის სამართლის კოდექსის 205.1-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორიზმის დაფინანსება), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ----- ნ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ---- კ-------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე