განჩინება

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
330100118002364009
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002364009

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №514აპ-18 ქ. თბილისი

მ--------–---–ი ს--------, 514აპ-18 21 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---- გ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით ს-------- მ--------–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 11 თებერვლიდან.

 

განაჩენით ს-------- მ--------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წელს ს-----ს საკათედრო ტაძარში ს-------- მ--------–---–მა გაიცნო ა-- ტ----ე და მასთან დაახლოების მიზნით გადაწყვიტა პირადად და სხვადასხვა საშუალებით კომუნიკაციის დამყარება, კერძოდ: 2015 წლის იანვრის ჩათვლით ს-------- მ--------–---–ი ცდილობდა ტელეფონითა და სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკის’’ საშუალებით ა-- ტ----ესთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას. 2017 წლის 5 სექტემბერს ქ. თ---–--–ი, ს-----ს საკათედრო ტაძარში, ს-------- მ--------–---–ი შეეცადა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას თავის ნაცნობ ა-- ტ----ესთან. ცდილობდა მასთან საუბარს, ფიზიკურ კონტაქტს, თუმცა ა-- ტ----ისაგან იღებდა უარს. 2017 წლის 14 სექტემბერს ს-------- მ--------–---–ი ა-- ტ----ის სანახავად ჩავიდა მის სამუშაო ადგილას ქ.მ–-----–ი, სოფელ ნ----------–ი მდებარე სასტუმრო ,,ვ----–------–ი’’ და ნახვის შემდგომ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აედევნა, ცდილობდა მის შეჩერებას და დაემუქრა, რომ ყველგან ნახავდა, სადაც არ უნდა წასულიყო. გარდა ამისა, ს-------- მ--------–---–ი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკისა’’ და მობილური ტელეფონის საშუალებით სხვადასხვა ნომრიდან ცდილობდა ა-- ტ----ესთან დაკავშირებას, მის გაკონტროლებასა და მისი ცხოვრების წესის შეცვლას. ს-------- მ--------–---–ის ქმედებებით ა-- ტ----ემ განიცადა მორალური ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ს-------- მ--------–---–ის გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა-–---- გ-------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. მ--------–---–ის გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემომითითებული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - ა-- ტ----ის, თ---–- ხ-----–---ს, თ----- დ-----ს, ზ----- ლ----–---–-ს ჩვენებებით, ბრალდებულის აღიარებით, დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ს-------- მ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა (მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით), რომლის შემსუბუქების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი საქმეში არ მოიპოვება.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს-------- მ--------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-–---- გ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე