განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001917609
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №550აპ-18 ქ. თბილისი
ც-------ა ა-–----------, 550აპ-18 22 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–---------- ც-------ას ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 5 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ---–--–ი, ი---–----ს გორა #--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------- ც-------ა უკანონოდ ინახავდა თავის მიერვე უკანონოდ შეძენილ 0,00035 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ (მარილს). ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა ა-–---------- ც-------ას პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ა-–---------- ც-------ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა-–---------- ც-------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ ა-–---------- ც-------ას განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, ა-–---------- ც-------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული და 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - კ------- მ-----–---–-ს, გ------- თ-----ს, თ---------- ს------–-–---–--ა და გ------- მ----------ს ჩვენებებით, ა-–---------- ც-------ას პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი და დადასტურებულია საქმის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–---------- ც-------ა ი---–----ს გორაზე, თავისი მეგობრის - გ------- კ------–--ს საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა მეგობრებთან - ბ--- ჯ---–-------ნ, ი-----–- კ-----–---–------ნ, ი-----–- ა-------ა და დ-------- ხ-------------ნ ერთად და ისხდნენ დ-------- ხ---------ს ავტომანქანაში. ბ--- ჯ---–---მ მანქანის სალონში არსებული სათავსიდან ამოიღო კენჭი და ჰკითხა დ-------- ხ---------ს, რა იყო. დ-------- ხ---------მ აუხსნა, რომ იყო მამამისის თირკმლიდან ამოღებული კენჭი და წლებია, ინახავდნენ მანქანის სალონის სათავსოში. ა-–---------- ც-------ამ აიღო ქაღალდში გახვეული კენჭი და ათამაშებდა ხელში. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციელები და ავტომანქანიდან გადაიყვანეს. ა. ც-------ამ წარუდგინა პოლიციელებს აღნიშნული კენჭი და თუთუნი. ამოღებული ნივთები დააწყვეს ჯერ ავტომანქანის საბარგულზე, ხოლო შემდეგ ისე წაიღეს, არავის დაულუქავს, არც ოქმი შეუდგენია ვინმეს ადგილზე. ა-–---------- ც-------ას აღნიშნულ ჩვენებას იმეორებენ დ-------- ხ--------- და ბ--- ჯ---–---. დ-------- ხ---------ს განმარტებით, კენჭზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მამის სხეულიდან ამოღებულ კენჭზე აღმოჩნდა ნარკოტიკი. ბ--- ჯ---–---მ დაადასტურა, რომ მან პირველად ნახა ავტომანქანის სალონში არსებულ სათავსში კენჭი, მანვე ამოიღო და იკითხა, თუ რა იყო, ხოლო დ-------- ხ---------მ აუხსნა, რომ იყო მამამისის სხეულიდან ამოღებული კენჭი, შემდეგ კი გამოართვა ა-–---------- ც-------ამ და ათვალიერებდა. ამ დროს მათ ავტომანქანასთან მივიდნენ პოლიციელები და მანქანიდან გადასვლისას ა-–---------- ც-------ამ მიაწოდა კენჭი და თუთუნი, რაც საბარგულზე დააწყვეს, ხოლო შემდეგ წაიღეს ისე, რომ არ დაულუქავთ და არც რაიმე ოქმები შეუდგენიათ. საქმეში არსებული ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ა-–---------- ც-------ამ შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან წარმოადგინა ქაღალდში გახვეული, რუხი ფერის მცენარეული დაფქული მასა და კრისტალური ნივთიერება. ამოღებულ ნივთებზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის #-------------- დასკვნით ა-–---------- ც-------ასგან ამოღებული კრისტალური ნივთიერება, წონით 0,05 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონს“ (მარილს) რაოდენობით 0,00035 გრამს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს 1-ლი ინსტანციის სასამრთლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ნ----- ო------------მ და ს------- ც----------მ. მოწმე თ------ ხ---------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ნამდვილად ჩაიტარა ოპერაცია და ამოუღეს კენჭი. ვინაიდან იცოდა, რომ ამოღებულ კენჭზე უნდა ჩატარებულიყო კვლევა მისი შემცველობის დასადგენად, ინახავდა ავტომანქანის სალონში არსებულ სათავსში, ხოლო რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დაკვნას, რომ კენჭში აღმოჩნდა ნარკოტიკი, კერძოდ კი ,,მეთადონის“ შემცველობა, ეს ახსნა იმით, რომ ადრე იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რისთვისაც ნასამართლობაც ჰქონდა.
ზემოხსენებული მტკიცებულებათა საპირისპირო ჩვენებები მისცეს საქმის არსებითი განხილვისას პოლიციის თანამშრომლებმა, კერძოდ, კ------- მ-----–---–-ა განმარტა, რომ პირადი კონტაქტით მიიღო ინფორმაცია, რომ ი---–----ს გორაზე უნდა ყოფილიყო ა-–---------- ც-------ა, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და თვითონაც უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, ხოლო შემდეგ გამომძიებელმაც დაკითხა. თ---------- ს------–-–---–--ა და გ------- მ----------ს ჩვენებების მიხედვით, ისინი ერთად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, მოახდინეს ა-–---------- ც-------ას იდენტიფიცირება და შესთავაზეს, ნებაყოფლობით წარმოედგინა, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა. ა-–---------- ც-------ამ ნებაყოფლობით წარუდგინა ქაღალდში გახვეული ფხვიერი და კრისტალური მასა, რაც ადგილზე დაილუქა, შესრულდა ხელმოწერები, შედგა ოქმები და დალუქული ნივთმტკიცება პოლიციის განყოფილებაში გადაეცა გ------- თ-----ს ექსპერტიზაზე გასაგზავნად. მოწმე გ------- თ-----მ დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადასცეს დალუქული ნივთმტკიცება, რაც გადააგზავნა ექსპერტიზაზე. სასამართლომ ასევე გამოიკვლია გ-------–-----------ს სახელობის უნივერსიტეეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის 2018 წლის 14 თებერვლის #------ დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ნივთმტკიცების ლუქზე არსებული პირველი ხელმოწერა, რომლის სახელის ინიციალად მითითებულია ,,გ“, იდენტურია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტებზე გ------- თ-----ს მიერ შესრულებული ხელმოწერებისა და შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ, ხოლო პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცების ლუქზე არსებული პირველი ხელმოწერა, რომლის სახელის ინიციალად მითითებულია ,,გ“, არ არის გ------- მ----------ს ხელით შესრულებული ხელმოწერების იდენტური და არ არის ერთი და იგივე პირის მიერ შესრულებული. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- დ---------–---–-ა.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ ა-–---------- ც-------ას პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები ადგილზე დაილუქა, ადგილზე შედგა ოქმები და შესრულდა ხელმოწერები. მოწმე გ------- თ----- ცალსახად აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და მან მხოლოდ დალუქული ნივთმტკიცება გააგზავნა ექსპერტიზაზე, ხოლო ნივთმტკიცების ლუქზე აღმოჩენილია გ------- თ-----ს ხელმოწერა, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული კი აჩენს ვარაუდს, რომ პოლიციელები ცრუობენ, როდესაც უთითებენ ამოღებული ნივთმტკიცების ადგილზე დალუქვის, ოქმების შედგენისა და ხელმოწერების შესრულების შესახებ. ამ ნაწილში პოლიციის თანამშრომელთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს ამყარებს ა-–---------- ც-------ასა და მისი მეგობრების - დ-------- ხ---------სა და ბ--- ჯ---–---ს ჩვენებები, რომლებიც განმარტავდნენ, რომ ადგილზე პოლიციელებს არაფერი დაულუქავთ, არც ოქმები შეუდგენიათ და არც ხელმოწერები შეუსრულებიათ. 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად დასვა კითხვა: თუ შემთხვევის ადგილზე გ------- თ----- არ იმყოფებოდა, მაშინ როგორ გაჩნდა მისი ხელმოწერა ნივთმტკიცებაზე, მაშინ, როცა ჩხრეკის ჩამტარებელი პირები უთითებენ, რომ ნივთმტკიცება ადგილზე დაილუქა. მოწმეების - თ---------- ს------–-–---–--, გ------- მ----------სა და გ------- თ-----ს ჩვენებები საქმისთვის მნიშვნელოვან ისეთ გარემოებებთან მიმართებით, თუ სად, რა ვითარებაში და ვინ დალუქა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არ არის თანხვდენილი შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების (რასაც არ უარყოფენ პოლიციის თანამშრომლები) დ-------- ხ---------სა და ბ--- ჯ---–---ს ჩვენებებთან, ასევე გ-------–-----------ს სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ცენტრის 2018 წლის 14 თებერვლის #------ დასკვნასთან, არის არასანდო და შეუძლებელია მათზე დაყრდნობით უტყუარად რაიმე ფაქტის დადგენა. ასეთ ვითარებაში აშკარაა ეჭვი ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლის შესახებ, ხოლო სასამართლო საეჭვო ხასიათის მტკიცებულებას ვერ დაეყრდნობა, მითუფრო - ვერ დაუდებს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა თორნიკე მახათაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, ა-–---------- ც-------ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ყველა ის გარემოება, რომლის საფუძველზეც დაადგინა ა-–---------- ც-------ას გამამართლებელი განაჩენი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე