განჩინება

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330802219002852964
თარიღი
04.03.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219002852964

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№6I-19 ქ. თბილისი

ტ-–------ ო-–--, 6I-19 4 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან _ კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ _ მ---–---- ჩ-----–---ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ო-–-- ტ-–------ს

თარჯიმან - თ----- ც----------ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო-–-- ტ-–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---–---- ჩ-----–---ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ა------ის შ-----------–ი შ--------დან მოწოდებული მასალების თანახმად:

 

2016 წლის 15 ივნისს ა------ის შ-----------–ი შ--------ს ი----ის საოლქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა დიდი ფედერალური შემადგენლობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად, ო-–-- ტ-–------ს ბრალი დაედო შემდეგი დანაშაულების ჩადენაში: აშშ-ს კოდექსის მე-18 კარის 371-ე ნაწილით (§) გათვალისწინებული დანაშაული (დანაშაულებრივი გეგმის მომზადება შ-----------–ი შ--------ს წინააღმდეგ); აშშ-ს კოდექსის 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (§) (b)2 და (c) პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტი); აშშ-ს კოდექსის მე-18 კარის 554-ე ნაწილით (§) გათვალისწინებული დანაშაული (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდა); აშშ-ს კოდექსის 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (§) (b)2 და (c) პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის მცდელობა); აშშ-ს კოდექსის მე-18 კარის 554 ნაწილით (§) გათვალისწინებული დანაშაული (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდის მცდელობა). 2016 წლის 15 ივნისს ა------ის შ-----------–ი შ--------ს ი----ის საოლქო სასამართლომ გამოსცა ო-–-- ტ-–------ს დაკავების ბრძანება. 2017 წლის 30 იანვარს ო. ტ-–------ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

 

2. მოწოდებული მასალების თანახმად, ო-–-- ტ-–------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ა------ის შ-----------–ი შ--------ს შეიარაღების ექსპორტის კონტროლის აქტის (AECA) თანახმად, დაუშვებელია შესაბამისი ლიცენზიის გარეშე თავდაცვის საგნის ან თავდაცვის მომსახურების ექსპორტის განხორციელება, გარდა გამონაკლისით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნული აქტის მიხედვით, შესაბამისი პირი ვალდებულია, ექსპორტის განხორციელებამდე მიიღოს ა------ის შ-----------–ი შ--------ს თავდაცვის სავაჭრო კონტროლის დირექტორატის (DDTC) თანხმობა. ამავე დებულებების შესაბამისად, ა------ის შ-----------–ი შ--------ს საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლის ფრენის სახელმძღვანელოები შეტანილია შ-----------–ი შ--------ს სამხედრო აღჭურვილობის სიაში და განეკუთვნება თავდაცვის საგნის კატეგორიას, რომლის ექსპორტის განხორციელებისთვისაც საჭიროა შესაბამისი ლიცენზიის მიღება.

 

2011 წლის 22 ივნისს ო-–-- ტ-–------მ ციფრული საბრძოლო სიმულატორის ონლაინფორუმზე წამოიწყო მიმოწერა სათაურით: ,,საჭიროა დახმარება ,,e----ს“ ნივთის გადაზიდვაში“. მიმოწერაში ტ-–------მ ონლაინფორუმის მომხმარებლებს მიმართა, რომ ის ემზადებოდა, შეესყიდა F-16 A/B საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლის ფრენის სახელმძღვანელოები, რომლებიც ონლაინსავაჭრო პლატფორმა ,,e----ზე“ იყო განთავსებული გასაყიდად. არსებული რეგულაციების გამო, გამყიდველი სახელმძღვანელოებს არ აგზავნიდა შ-----------–ი შ--------ს ფარგლებს გარეთ, რის გამოც ტ-–------ ფორუმის შ-----------– შ-------ში მყოფ მომხმარებლებს სთხოვდა, მიეღოთ მისი გზავნილები და შემდგომში ისინი გადაეგზავნათ მისთვის მ-------ში, რ------ის ფ-------–--ში.

 

2011 წლის 23 ივნისს ონლაინფორუმის მონაწილემ, მეტსახელად ,,მ------“, რომლის პროფილიც ეკუთვნოდა ტ----ის შ-----ში მცხოვრებ კ----- ე-------- ს--–----ს, ო-–-- ტ-–------ს შესთავაზა დახმარება F16 A/B-ს ფრენის სახელმძღვანელოების მიღებასა და ქალაქ მ-------ში მისთვის გადაგზავნაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2011 წლის 23 ივნისიდან 2011 წლის 27 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ფორუმის სხვადასხვა მომხმარებელმა ტ-–------სა და ს--–----ს გაუგზავნა გაფრთხილებები, რომლებითაც შეატყობინეს, რომ მათი აღნიშნული საქმიანობა იყო უკანონო და მოუწოდეს, გასცნობოდნენ შეიარაღების საერთაშორისო გადაზიდვის შესახებ დებულებას (I---), რომელიც კრძალავდა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე თავდაცვის საგნის ან მომსახურების ექსპორტის განხორციელებას. გარდა აღნიშნულისა, ,,e----ს“ ადმინისტრაციამ ო-–-- ტ-–------ს საკუთარ ანგარიშზე გაუგზავნა გაფრთხილებები ,,I----ით“ გათვალისწინებული დებულებების შესახებ.

 

2011 წლის 29 ივნისს ,,e----ს“ აუქციონი დასრულდა. იმავე დღეს ტ-–------მ აუქციონზე შეძენილი საქონლის მიწოდების საკუთარი მისამართი შეცვალა კ----- ე-------- ს--–----ის ა------ის შ-----------– შ-------ში მდებარე ტ----ის მისამართით. თავის მხრივ, ს--–----მა ა------ის შ-----------– შ-------ში, საკუთარ მისამართზე, მიიღო ფრენის სახელმძღვანელოები, რის შემდეგაც შესაბამის დოკუმენტებში საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლის ფრენის სახელმძღვანელოების შესახებ ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ისინი გაუგზავნა ო-–-- ტ-–------ს მ-------ში, რ------ის ფ-------–--ში, კერძოდ: ს--–----ის მიერ გადასაგზავნი ნივთები დეკლარირებული იყო როგორც „წიგნები“. აღნიშნულის შემდეგ, 2011 წლის 25 ოქტომბერს, კ----- ს--–----მა ონლაინფორუმზე განათავსა შეტყობინება, რომლითაც დაადასტურა, რომ მან ტ-–------ს ფრენის სახელმძღვანელოები გაუგზავნა მ-------ში, რ------ის ფ-------–--ში.

 

ამასთან, ო-–-- ტ-–------სა და კ----- ე-------- ს--–----ს ექსპორტის განხორციელებამდე არ მიუღიათ თავდაცვის სავაჭრო კონტროლის დირექტორატისაგან (DDTC) შესაბამისი ლიცენზია თავდაცვის საგნის ექსპორტის განსახორციელებლად. გარდა აღნიშნულისა, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდში, ო-–-- ტ-–------ს აუქციონზე მრავალგზის გაუყიდია DVD-ზე F-16 A-ს ფრენის სახელმძღვანელოები, მათ შორის - F-16 A-ს გაუმართაობის შეტყობინების სახელმძღვანელო (Fault Reporting Manual) და F-16 A-ს აპარატის ზოგადი აღწერა (General Vehicle Description), კ--------ში, ი-------ში, ნ-------–------ში, ა--------–--ში, გ--------სა და ტ-----ში მცხოვრებ პირებზე.

 

გარდა ამისა, 2016 წლის 23 მარტს ა------ის შ-----------–ი შ--------ს სამართალდამცავი ორგანოების ფარულმა აგენტმა ციფრული საბრძოლო სიმულატორის ონლაინფორუმზე ო-–-- ტ-–------სთან დაამყარა პირველადი კონტაქტი. 2016 წლის 24 მარტს ტ-–------მ ხსენებულ პირს მისწერა პასუხი და მოითხოვა მასთან პირდაპირ ,,S-----ის“ მეშვეობით დაკავშირება. იმავე დღეს მათ ,,S-----ის“ მეშვეობით ჰქონდა მიმოწერა ფრენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. 2016 წლის 25 მარტს ტ-–------მ აცნობა ფარულ აგენტს, რომ ის უკვე წლების განმავლობაში აგროვებდა მსგავს სახელმძღვანელოებს და სურდა ასევე მოეპოვებინა F16C და A-10 თვითმფრინავების ფრენისა და ზოგადი სისტემური სახელმძღვანელოები, რომლებშიც საფრენი აპარატების სისტემები დეტალურად იყო აღწერილი. ამასთან, ო-–-- ტ-–------მ აცნობა ფარულ აგენტს, რომ მას სურდა შეეძინა F-35 და F-22 თვითმფრინავების ფრენის სახელმძღვანელოები და დაჰპირდა, რომ ის აღნიშნულ სახელმძღვანელოებს არ გახდიდა ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის. დამატებით, 2016 წლის 26 მარტს, ო-–-- ტ-–------მ ფარულ აგენტს გაუგზავნა ფრენის იმ 26 სახელმძღვანელოს ჩამონათვალი, რომლის შეძენითაც თავად იყო დაინტერესებული. აღნიშნულის შემდეგ ხსენებულ პირებს შორის მიმოწერა შეწყდა.

 

ამასთან, ა------ის შ-----------–ი შ--------ს საჰაერო თავდაცვის გამანადგურებლის ფრენის ის სახელმძღვანელოები, რომლებიც ო-–-- ტ-–------მ მოიპოვა მართლსაწინააღმდეგოდ და აგრეთვე ის სახელმძღვანელოები, რომელთა შეძენაზეც მან შეთავაზება განაცხადა, არ იყო კანონიერად ხელმისაწვდომი საერთაშორისო ვაჭრობისათვის და ღია ბაზარზე მათი სავაჭრო ღირებულება შეადგენდა 10 000 აშშ დოლარზე მეტს - რიგ შემთხვევებში - მილიონობით ამერიკულ დოლარსაც კი.

 

3. 2018 წლის 15 ივნისს საქართველოსა და ა------ის შ-----------– შ-------ს შორის გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია ო-–-- ტ-–------ს ექსტრადიციის თაობაზე.

 

4. 2018 წლის 15 ივნისს ო-–-- ტ-–------, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

 

5. 2018 წლის 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ო-–-- ტ-–------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

6. 2018 წლის 2 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ა------ის შ-----------–ი შ--------ს კომპეტენტური ორგანოებიდან მიიღო ო-–-- ტ-–------ს საექსტრადიციო მასალა. აღნიშნული მასალის დედანი და დამატებითი გარანტიები ტ-–------ს ა------ის შ-----------– შ-------ში ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიიღო 2018 წლის 23 ივლისს.

 

7. 2018 წლის 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის მოსამართლის განჩინებით ო-–-- ტ-–------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 15 დეკემბრამდე.

 

8. 2018 წლის 13 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის მოსამართლის განჩინებით ო-–-- ტ-–------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 15 მარტამდე.

 

9. 2019 წლის 25 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ა------ის შ-----------–ი შ--------ს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ო-–-- ტ-–------ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც პროკურატურამ მიიღო 2019 წლის 30 იანვარს.

 

10. 2019 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ. პროკურორმა ითხოვა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დასაშვებად იქნეს ცნობილი ო-–-- ტ-–------ს ა------ის შ-----------– შ-------ში ექსტრადიცია იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2016 წლის 15 ივნისის საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია ა------ის შ-----------–ი შ--------ს კოდექსის მე-18 კარის 371-ე ნაწილით (დანაშაულებრივი გეგმის მომზადება შ-----------–ი შ--------ს წინააღმდეგ), 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (b)2 და (c) პუნქტებით (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტი), მე-18 კარის 554-ე ნაწილით (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდა), 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (b)2 და (c) პუნქტებითა (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის მცდელობა) და მე-18 კარის 554-ე ნაწილით (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდის მცდელობა).

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იამ 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით დასაშვებად ცნო ო-–-- ტ-–------ს ა------ის შ-----------– შ-------ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2016 წლის 15 ივნისის საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია ა------ის შ-----------–ი შ--------ს კოდექსის მე-18 კარის 371-ე ნაწილით (დანაშაულებრივი გეგმის მომზადება შ-----------–ი შ--------ს წინააღმდეგ), 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (b)2 და (c) პუნქტებით (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტი), მე-18 კარის 554-ე ნაწილით (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდა), 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (b)2 და (c) პუნქტებითა (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის მცდელობა) და მე-18 კარის 554-ე ნაწილით (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდის მცდელობა).

 

12. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო-–-- ტ-–------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ---–---- ჩ-----–---ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით:

 

ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია; მან კომპიუტერის მეშვეობით, ინტერნეტიდან მოიპოვა საჯარო ინფორმაცია, რომელიც გადასცა სხვა პირს სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ მისი ქმედება დანაშაულს არ წარმოადენდა; გარდა ამისა, ტ-–------ს განცხადებით აქვს მიმართული საქართველოს პრეზიდენტისთვის თავშესაფრის მიცემის შესახებ, შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტამდე არ უნდა მოხდეს მისი ექსტრადიცია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

3. ა------ის შ-----------–ი შ--------ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ო-–-- ტ-–------ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 15 ივნისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ო-–-- ტ-–------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატებმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ ა------ის შ-----------– შ-------ში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

 

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ო-–-- ტ-–------ს ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს, პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილება მისი ბრალეულობის საკითხი. სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

6. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ უნდა შეჩერდეს ექსტრადიციის პროცედურა მანამ, სანამ ო-–-- ტ-–------სთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი არ გადაწყდება, პალატა პირველ ყოვლისა მიუთითებს, რომ ტ-–------ს კომპეტენტური ორგანოსთვის საერთაშორისო დაცვის მოსაპოვებლად კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს. გარდა ამისა, მოცემულ შემთხევაში პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ო-–-- ტ-–------ არის რ------ის ფედერაციის მოქალაქე, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არ არის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წარმოშობის ქვეყანა, ხოლო ა------ის შ-----------–ი შ--------, იქ არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ითვლება უსაფრთხო სახელმწიფოდ და არც კონკრეტულად ო-–-- ტ-–------ს მიმართ არ გამოკვეთილა ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი. შესაბამისად, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (თავშესაფრისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ექსტრადიცია დასაშვებია, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს), საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესი არ წარმოადგენს ო-–-- ტ-–------ს ა------ის შ-----------– შ-------ში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ო-–-- ტ-–------ს ა------ის შ-----------– შ-------ში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2016 წლის 15 ივნისის საბრალდებო დასკვნაში და დასჯადია ა------ის შ-----------–ი შ--------ს კოდექსის მე-18 კარის 371-ე ნაწილით (დანაშაულებრივი გეგმის მომზადება შ-----------–ი შ--------ს წინააღმდეგ), 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (b)2 და (c) პუნქტებით (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტი), მე-18 კარის 554-ე ნაწილით (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდა), 22-ე კარის 2778-ე ნაწილის (b)2 და (c) პუნქტებითა (შეიარაღებისა და თავდაცვის აღჭურვილობის უკანონო ექსპორტის მცდელობა) და მე-18 კარის 554-ე ნაწილით (ა------ის შ-----------–ი შ--------დან საქონლის კონტრაბანდის მცდელობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ო-–-- ტ-–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---–---- ჩ-----–---ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე