განჩინება

სისხლის სამართლის 04.03.2019
საქმის ნომერი
330802219002842429
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802219002842429

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№5I-19 ქ. თბილისი

ბ-----–- ჯ-----, 5I-19 4 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ - ზ------ რ-------–---–ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჯ----- ბ-----–-ს

თარჯიმან - ნ---- ი-----------ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ----- ბ-----–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ი----–-ის რ-------–---დან მოწოდებული მასალების თანახმად:

 

ი----–-ის რ-------–---ს ტრიესტეს სასამართლოს 1994 წლის 18 ივლისის განაჩენით ჯ----- ბ-----–- ცნობილ იქნა დამნაშავედ პრეზიდენტის 1990 წლის 9 ოქტომბრის №309/90 განკარგულების 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შესაბამისი ნებართვის გარეშე ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოყვანა, დამზადება, წარმოება, მიღება, გაწმენდა, გასაღება, გასაღების შეთავაზება ან გასაყიდად გამოტანა, ნებისმიერი მიზნით გადაგზავნა ან მიღება, დისტრიბუცია, ვაჭრობა, შეძენა, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი, სხვისთვის შოვნა, გაგზავნა, ტრანზიტით გადაცემა ან გაგზავნა, ჩაბარება ნებისმიერი მიზნით ან უკანონოდ ფლობა სხვა ნებისმიერი გზით) და მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით (ამავე განკარგულების 73-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ი----–-ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლთან ერთობლივად (დასჯადობა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის). ამავე განაჩენით ჯ. ბ-----–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 100.000.000 ლირა.

 

ი----–-ის რ-------–---ს ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პირველი განყოფილების 1995 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ზემოხსენებულ განაჩენთან დაკავშირებით ჯ----- ბ-----–-ს საჩივარი და აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

1996 წლის 17 დეკემბერს ი----–-ის რ-------–---ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პირველი განყოფილების 1995 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სხვა განყოფილებას.

 

ი----–-ის რ-------–---ს ტრიესტის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მეორე განყოფილების 1998 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ტრიესტეს სასამართლოს 1994 წლის 18 ივლისის განაჩენი ჯ----- ბ-----–-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

 

1999 წლის 11 მაისს ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მეორე განყოფილების 1998 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

1999 წლის 13 მაისს ტრიესტეს სასამართლოსთან არსებულმა რ-------–---ს გენერალურმა პროკურატურამ ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მეორე განყოფილების 1998 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოსცა ბრძანება ჯ----- ბ-----–-ს დაკავების შესახებ.

 

2004 წლის 5 მაისიდან ჯ----- ბ-----–- ი----–-ის რ-------–---ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

 

2. მოწოდებული მასალების მიხედვით, ჯ----- ბ-----–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – ჯ----- ბ-----–-, ჯ------- კ-----–--- და ბ-------- კ-----–--- წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ჩასადენად და განიზრახეს, შემდგომი გასაღების მიზნით, ი----–-ის რ-------–---ს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეტანა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის როლები განაწილებული იყო, კერძოდ: ჯ. ბ-----–- იყო თ--------ის რ-------–---დან ი----–-ის რ-------–--აში ნარკოტიკული საშუალების ტრანსპორტირების ორგანიზატორი და კოორდინატორი. თავის მხრივ, ტრანსპორტირება ხდებოდა საერთაშორისო სატრანსპორტო გზის გავლით თურქული ავტობუსის გამოყენებით; ჯ. კ-----–--ს დაევალა ი----–-ის რ-------–---ს ტერიტორიაზე შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების მიღება და შენახვა მანამ, სანამ მოხდებოდა მისი გასაღება, ხოლო ბ. კ-----–--ს – შუამავლობა აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებულ სადებიტო-საკრედიტო ურთიერთობებში.

 

დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, 1992 წლის მარტსა და აპრილში ზემოხსენებულმა პირებმა თ--------ის რ-------–---დან ი----–-ის რ-------–--აში უკანონოდ შემოიტანეს (იმპორტი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 30 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ი----–-ის რ-------–---ს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი 30 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ მთლიანი ოდენობიდან სამართალდამცავმა ორგანოებმა ამოიღეს 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო დანარჩენი ნაწილი მითითებული დროისათვის, გასაღების მიზნით, უკვე განთავსებული იყო ბაზარზე.

 

3. 2018 წლის 9 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ი----–-ის რ-------–---ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ----- ბ-----–-.

 

4. 2018 წლის 11 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჯ----- ბ-----–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

5. 2018 წლის 10 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჯ----- ბ-----–-ს ექსტრადიციის თაობაზე ი----–-ის რ-------–---ს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

 

6. 2018 წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჯ----- ბ-----–-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით 6 თვემდე – 2019 წლის 9 თებერვლამდე.

 

7. 2019 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჯ----- ბ-----–-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით 9 თვემდე – 2019 წლის 9 მაისამდე. ამჟამად ჯ----- ბ-----–- მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

8. 2019 წლის 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ჯ----- ბ-----–-ს ი----–-ის რ-------–--აში ექსტრადიცია, ი----–-ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლთან ერთობლივად (დასჯადობა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის), პრეზიდენტის 1990 წლის 9 ოქტომბრის №309/90 განკარგულების 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შესაბამისი ნებართვის გარეშე ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოყვანა, დამზადება, წარმოება, მიღება, გაწმენდა, გასაღება, გასაღების შეთავაზება ან გასაყიდად გამოტანა, ნებისმიერი მიზნით გადაგზავნა ან მიღება, დისტრიბუცია, ვაჭრობა, შეძენა, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი, სხვისთვის შოვნა, გაგზავნა, ტრანზიტით გადაცემა ან გაგზავნა, ჩაბარება ნებისმიერი მიზნით ან უკანონოდ ფლობა სხვა ნებისმიერი გზით) და მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით (ამავე განკარგულების 73-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ ი----–-ის რ-------–---ს ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მეორე განყოფილების მიერ 1998 წლის 15 მაისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით დასაშვებად ცნო ჯ----- ბ-----–-ს ი----–-ის რ-------–--აში ექსტრადიცია ი----–-ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლთან ერთობლივად (დასჯადობა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის), პრეზიდენტის 1990 წლის 9 ოქტომბრის №309/90 განკარგულების 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შესაბამისი ნებართვის გარეშე ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოყვანა, დამზადება, წარმოება, მიღება, გაწმენდა, გასაღება, გასაღების შეთავაზება ან გასაყიდად გამოტანა, ნებისმიერი მიზნით გადაგზავნა ან მიღება, დისტრიბუცია, ვაჭრობა, შეძენა, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი, სხვისთვის შოვნა, გაგზავნა, ტრანზიტით გადაცემა ან გაგზავნა, ჩაბარება ნებისმიერი მიზნით ან უკანონოდ ფლობა სხვა ნებისმიერი გზით) და მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით (ამავე განკარგულების 73-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ ი----–-ის რ-------–---ს ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მეორე განყოფილების მიერ 1998 წლის 15 მაისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

 

10. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ----- ბ-----–-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ------ რ-------–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: ი----–-ის რ-------–--აში ექსტრადიციის შემთხვევაში ჯ----- ბ-----–-, შესაძლებელია, დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას, ასევე არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე; ჯ----- ბ-----–- მძიმე ავადმყოფია და ექსტრადიციის შემთხვევაში თვითმფრინავით მგზავრობით მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება; მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, ჯ----- ბ-----–ს საქართველოში არ უტარდება სათანადო მკურნალობა; მას სჭირდება გულის ოპერაცია, რაც არ ჩაუტარეს, ვინაიდან იგი პატიმარია და ეს ოპერაცია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული; ი----–-აში, „ვიჩეზეს“ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რამდენჯერმე სცადეს მისი მოწამვლა გაზით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

3. ი----–-ის რ-------–---ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჯ----- ბ-----–- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 9 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ძებნილი ჯ----- ბ-----–-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულება, რაც მის მიმართ ი----–-ის რ-------–--აში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

 

5. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ ჯ----- ბ-----–-ს ექსტრადიცია არ უნდა განხორციელდეს ი----–-ის რ-------–--აში, რადგან იქ, შესაძლოა, დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას სცადეს მისი მოწამვლა, ვინაიდან ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნასა და არასათანადო მოპყრობას (Mamatkulov and Askarov v. Turkey („მამატკულოვი და ასკაროვი თ--------ის წინააღმდეგ“), no 46827/99 46951/99, ECHR). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს „არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე.

 

6. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება რაიმე რეალური მტკიცებულება, რომლის თანახმადაც დადასტურდებოდა, რომ ჯ----- ბ-----–-ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება მისი ი----–-ის რ-------–--აში ექსტრადიციის შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილი ზოგადი განცხადება არ წარმოადგენს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

7. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ, როგორც ი----–-ის რ-------–---ს მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან ირკვევა, ჯ----- ბ-----–-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევები, რაც საქართველოს მხარეს მისცემდა იმ ვარაუდის საშუალებას, რომ ი----–-ის რ-------–--აში ჯ----- ბ-----–-ს მიმართ აშკარად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია ისიც, რომ განაჩენი გამოტანილია ჯ----- ბ-----–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; ჯ----- ბ-----–- უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით.

 

8. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ი----–-ის რ-------–--ა ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოა. ევროპის კავშირს სახელმწიფოს წევრებისათვის აქვს მეტად მკაცრი კრიტერიუმები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რომლებიც ცნობილია, როგორც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“. ამასთან, ი----–-ის რ-------–---ს მიმართ არ გამოთქმულა რაიმე მნიშვნელოვანი კრიტიკა ადამიანის უფლებათა სისტემური ან მასშტაბური დარღვევის კუთხით. ამდენად, ი----–-ის რ-------–--ა უსაფრთხო სახელმწიფოა, სადაც ექსტრადიცია არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.

 

9. პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ტრანსპორტირებისას ჯ----- ბ-----–-ს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, რადგან ამ გარემოების დასადასტურებლად დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ჯ----- ბ-----–-ს ექსტრადიციის მიზანშეუწონლობაში.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჯ----- ბ-----–-ს ი----–-ის რ-------–--აში ექსტრადიცია, ი----–-ის რ-------–---ს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლთან ერთობლივად (დასჯადობა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისათვის), პრეზიდენტის 1990 წლის 9 ოქტომბრის №309/90 განკარგულების 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შესაბამისი ნებართვის გარეშე ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოყვანა, დამზადება, წარმოება, მიღება, გაწმენდა, გასაღება, გასაღების შეთავაზება ან გასაყიდად გამოტანა, ნებისმიერი მიზნით გადაგზავნა ან მიღება, დისტრიბუცია, ვაჭრობა, შეძენა, ტრანსპორტირება, ექსპორტი, იმპორტი, სხვისთვის შოვნა, გაგზავნა, ტრანზიტით გადაცემა ან გაგზავნა, ჩაბარება ნებისმიერი მიზნით ან უკანონოდ ფლობა სხვა ნებისმიერი გზით) და მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით (ამავე განკარგულების 73-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ ი----–-ის რ-------–---ს ტრიესტეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მეორე განყოფილების მიერ 1998 წლის 15 მაისს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით,კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჯ----- ბ-----–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე