განჩინება

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
330100118002243863
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002243863

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№485აპ-18 ქ. თბილისი

ნ-------- ნ-------, 485აპ-18 28 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ------- ნ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--- თ---–----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით ნ------- ნ-------ის, – დაბადებულის 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 2 დეკემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- ნ--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ---–--–ი, გ-–---------ლი მიკრორაიონის მე--- კორპუსის №---- ბინაში, ნ------- ნ--------მ მეუღლეს – მ------ ს-----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმა, ურტყამდა ხელებსა და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ------ ს-----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ნ------- ნ-------ის ქმედებით მ. ს-----------ეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ს--- თ---–----ე ითხოვს მსჯავრდებულ ნ------- ნ-------ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება მისი ბრალეულობის დასადასტურებლად; დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა, ამიტომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად გამოიყენა მხოლოდ ირიბი ჩვენებები, რაც არაკონსტიტუციურია. კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №73აპ-18 და №26აპ-18 გადაწყვეტილებებზე და ითხოვს ნ------- ნ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები ნ------- ნ-------ის ბრალეულობის დასადასტურებლად, შემდეგ გარემოებათა გამო: სსიპ ლ---- სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 6 დეკემბრის №--------- დასკვნის თანახმად, მ------ ს-----------ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაკაწრისა და ნაჭდევის სახით; ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები – რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გულნაზ ტატანაშვილმა. გარდა ამისა, ნ------- ნ-------ის ბრალეულობა დადასტურებულია მოწმეების – ა-–---- ჭ----------–ის, ლ---- ე--------ს, ბ----–- პ--------ას, ლ-–- ც---------ას ჩვენებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის №---- სამედიცინო ბარათითა და სხვ..

 

9. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №73აპ-18 და №26აპ-18 გადაწყვეტილებებზე, როგორც მსგავს საქმეებზე უზენაესი სასამართლოს პრაქტიკულ მაგალითებზე, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება მოცემული საქმის (ნ------- ნ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის) ფაქტობრივი გარემოებებისაგან და აღნიშნული მსჯელობა მსჯავრდებულის უდანაშაულობის დასადასტურებლად ვერ გამოდგება.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ------- ნ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს--- თ---–----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე